პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა-" როგორ გავზარდოთ დამრიგებლის როლი წიგნიერების დონის ასამაღლებლად დაწყებითი კლასების მხედველობის დარღვევის მქონე ბავშებში"


პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა
თამარ ნიკოლაძე
სსიპ ქ.თბილისის №202 საჯარო სკოლა.
2018-2019 სასწ.წელი

თამარ ნიკოლაძე
· · ·
შესავალი----------------------------------------------------------------------- 3
თავი I. საკვლევი საკითხის მიმოხილვა--------------------------- 4
1.1 პრობლემის აქტუალობა-------------------------------------------- 4
1.2 პრობემის ანალიზი--------------------------------------------------- 8
1.3 კვლევის მიზანი------------------------------------------------------- 9
1.4 კვლევის ამოცანა------------------------------------------------------ 9
თავი II. ლიტერატურა--------------------------------------------------- 10
2.1 ლიტარატურის მიმოხილვა-------------------------------------- 10
თავი III. კვლევის დიზაინი------------------------------------------- 18
3.1 ძირითადი საკვლევი კითხვა----------------------------------- 18
3.2 ქვეკითხვები----------------------------------------------------------- 18
3.3 კვლევის ჯგუფში მონაწილე
პირების აღწერა------------- 19
3.4 კვლევის ვადები----------------------------------------------------- 19
3.5 კვლევის მეთოდები------------------------------------------------ 20
თავი IV.
კვლევის შედეგები------------------------------------------ 23
4.1 დიაგნოსტირების ეტაპი------------------------------------------ 23
4.2 დიაგნოსტირების შედეგების ანალიზი---------------------- 24
4.3გამოკითხვის შედეგების ანალიზი----------------------------- 25
4.4 ძირითადი მიგნებები---------------------------------------------- 26
თავი V. ინტერვენციები------------------------------------------------ 27
5.1 ინტერვენციის აღწერა--------------------------------------------- 27
5.2ინტერვენციების შედეგების შეფასება------------------------- 28
5.3 პროგრესის მონიტორინგი--------------------------------------- 28
5.4 შეჯამება---------------------------------------------------------------- 29
თავი VI. რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები---- 29
6.1 რეკომენდაციები----------------------------------------------------- 29
6.2 კვლევის ნაკლოვანებები------------------------------------------ 30
თვი VII. დასკვნა---------------------------------------------------------- 30
ბიბლიოგრაფია------------------------------------------------------------ 31
დანართი--------------------------------------------------------------------- 33
რეფლექსია------------------------------------------------------------------ 39
2

თამარ ნიკოლაძე
· · ·
შესავალი
სწავლა-სწავლების ხარისხზე
მოქმედ მრავალ ფაქტორს შორის,
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მასწავლებლის კომპეტენცია,
რომელსაც მუდმივად
ესაჭიროება ამაღლება და თანამედროვე მიდგომებთან ადაპტირება.
სკოლის ბაზაზე ჩემთვის,როგორც მასწავლებლისთვის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი
ხელმისაწვდომი საშუალებაა საკუთარი პრაქტიკის
კვლევა და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით
რაციონალური ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება. ეს უკანასკნელი საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესში წამოჭრილი
პრობლემების რეფლექსიისა და ანალიზის გზით გადაჭრას.
ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ქ.თბილისის №202 საჯარო სკოლის დაწყებითი
კლასის მასწავლებლის (დამრიგებელი) თამარ ნიკოლაძის მიერ განხორციელებულ პრაქტიკული კვლევის ანგარიშს თემაზე ,,როგორ
გავზარდოთ დამრიგებლის როლი წიგნიერების დონის ასამაღლებლად დაწყებითი კლასის მხედველობის დარღვევის
მქონე მოსწავლეებში“.
3

თამარ ნიკოლაძე
· · ·
თავიI. საკვლევი საკითხის მიმოხილვა
1.1პრობლემის აქტუალობა
„ჩვენ,განათლების სპეციალისტებს,საინტერესო დროს გვიწევს
ცხოვრება,რადგან თანამედროვეობას თან ახლავს ბევრი სიახლე,რასაც ხშირად ახალი ათწლეულის,საუკუნისა თუ ათასწლეულის დადგომას
უკავშირებენ.ჩვენთვის უმთავრესი სიახლეა ის,რომ მომსწრენი ვართ ახალი ეპოქის,რომელშიც „სწავლების „ხელოვნება“ სწავლების „მეცნიერებად“ იქცევა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში მივიდა მეცნიერება იმ
დასკვნამდე,რომ ნაკლებად
ეფექტურ სკოლებშიც კი მასწავლებელი შეიძლება
დიდ გავლენას ახდენდეს
მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. 1970-იან წლებში ჩატარებული ასობით კვლევის შედეგების
გაცნობის შემდეგ,
მკვლევრები ჯერე ბროფი და თომას გუდი(1986) წერენ:“მითი დაიმსხვრა:მასწავლებელი
რეალურ გავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლის
შედეგებზე“............................. „ამ კვლევის შედეგები ადასტურებს,რომ სხვა ფაქტორთა
შორის,მასწავლებელი
ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის აკადემიურ
მოსწრებაზე“....(„ეფექტური სწავლება სკოლაში“.რობერტ ჯ.მარზანო, დებრა ჯ.ფიქერინგი,ჯეინ ი.ფოლოქი)
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა უკვე 8 წელია დაკავშირებულია უსინათლო
და მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლა-სწავლებასთან. მე, როგორც პედაგოგი წლების
განმავლობაში ვაკვირდები სწავლების
პროცესის მრავალ ნიუანსს
.ვაკეთებ ჩანაწერებს წამოჭრილ პრობლემებზე. შემდეგ, ვიკვლევ ამ
პრობლემის გამომწვევ მიზეზებსა
და ვეძებ გადაჭრის გზებს. ამჯერად, საკვლევი თემის არჩევა განაპირობა იმ აქტუალურმა პრობლემამ, როგორიცაა წიგნიერების დაბალი დონე დაწყებით
კლასებში(IIკლ),
მოზარდთა წიგნიერების დაბალი დონე თანამედროვეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ეს საკითხი
უაღრესად მნიშვნელოვანია მსოფლიოში. განსაკუთრებით შემაშფოთებელია სტატისტიკა საქართველოში.
4

თამარ ნიკოლაძე
· · ·
სწორედ ამიტომ 2014 წლის ეროვნული სასწავლო
გეგმის მიხედვით დაწყებითი
კლასების სადამრიგებლო პროგრამის
ფარგლებში სავალდებულო გახდა „კითხვის საათი“, რომელიც ითვალისწინებს მოსწავლეებში გააზრებული კითხვის უნარების განვითარების ხელშეწყობას. ესგ ითვალისწინებს ამ პრობლემას. მთელი საგანმანათლებლო სისტემა
აგებულია წიგნიერებაზე, ცოდნის მიღებასა და მის პრაქტიკაში გამოყენებაზე. თითქოს უნდა მოგვარებულიყო ეს საკითხი, მაგრამ პრობლემა მაინც აქტუალურია.
ამას ადასტურებს წიგნიერების საერთაშორისო კვლევა, ( PIRLS Progress
in International Reading Literacy Study) რომლის შედეგების მიხედვით
მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. დაწყებით კლასებში
წაკითხულის გააზრებისა და გადმოცემის მიხედვით მსოფლიოს 45 ქვეყნიდან ჩვენი ქვეყანა 37-ე ადგილზეა. უკეთესი შედეგი არც სხვა ასაკობრივ
ჯგუფებშია.
სსიპ ქ.თბილისის №202 საჯარო სკოლა ერთადერთია ჩვენს ქვეყალაში, სადაც
განათლებას იღებენ მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები. აქ მხოლოდ ორმოცდაათამდე
მოზარდი სწავლობს. კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა მერყეობს 2-დან 10 მოსწავლემდე. ზემოთ
აღნიშნულ სკოლაში მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ნორმას წარმოადგენს. აქ
ნორმა გახლავთ როგორც მცირემხედველობა, ასევე ტოტალურად უსინათლობა . სკოლის მოსწავლეთა
დიდი უმრავლესობა როგორც გონებრივად, ასევე ფსიქო-ემოციურად ნორმალური განვითარების
ჩარჩოებშია მოქცეული, თუმცა სწავლობენ ბავშვები, რომელთაც მხედველობის დარღვევებთან
ერთად აღენიშნებათ სხვა, მრავლობითი დარღვევა.
მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის განათლების
ზოგად
პრობლემებს შორის ერთ-ერთ უმთავრესად რჩება ქართული ენის შესწავლა. იმის გამო,რომ მხედველობის დარღვევის
მქონე ბავშვები ვერ ფლობენ წერა- კითხვის ათვისებისათვის საჭირო ყველა უნარს, მათ ექმნებათ სირთულეები მთელი სასკოლო კურსის შესწავლის განმავლობაში.
ტიფლოპედაგოგიკა და ტიფლოფსიქოლოგია, რეგულარულად ავლებს პარალელებს ნორმალური
მხედველობისა და მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებში სასწავლო მასალის ათვისებაში
გამოვლენილ სირთულეებს შორის. აშკარაა,რომ მცირემხედველ და უსინათლო მოსწავლეებისათვის დამახასიათებელია როგორც სწავლების
ნელი
ტემპი,ასევე დავალების შესრულების არადამაკმაყოფილებელი ხარისხი. ამ კატეგორიის ბავშვებისათვის დამახასიათებელია :
5

თამარ ნიკოლაძე
· · ·
·
სირთულე ხელი-თვალის კოორდინირებულ მუშაობაში
,რაც უმნიშვნელოვანესია წერა-კითხვის დასაუფლებლად;
·
ფურცელზე,საწერ საშუალებებზე,სახელმძღვანელოში
ორიენტაცია;(ნაწერში ეკარგებათ სიტყვა,წინადადება,სტრიქონი);
·
ასოების ცუდად დამახსოვრების უნარი;
·
ასოს ხატისა და მისი შემადგენელი ნაწილების
გარჩევის სირთულე;
·
გამოტოვება ან ჩამატება ახალი(ზედმეტი) ელემენტებისა;
·
გამოწერილი ასოების კოპირების სირთულე;
·
სარკისებული ასოების გარჩევის პრობლემა და სხვა.
აშკარაა,რომ მხედველობის დარღვევის მქონე
მოსწავლეებში გამოვლენილი საგანმანათლებლო
პრობლემები, მასწავლებლისაგან მოითხოვს სპეციფიკის ზედმიწევნით კარგად ცოდნას.
ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების სტრუქტურა ემყარება სასწავლო
მასალის შინაარსსა და დიდაქტიკური მიზნებისა
და მეთოდების სწავლებას,იგი ითვალისწინებს მასწავლებლისა და მოსწავლის მხრივ თანმიმდევრულობის დაცვას.
მთავარი ტიფლოპედაგოგიური საჭიროება
გაკვეთილის სტრუქტურის აგებაში
მდგომარეობს შემდეგში:
·
სპეციალური პროპედევტიკის პერიოდულობის გათვალისწინება გაკვეთილის დაგეგმვისას;
·
მხედველობითი და ტაქტილური სამუშაოების მონაცვლეობითი შესრულება;
·
გაკვეთილში მხედველობითი ვარჯიშის ჩართვა;
·
სასწავლო მუშაობისათვის საჭირო რაციონალური ტემპის შერჩევა;
·
გაკვეთილებზე სპეციალური მეთოდების გამოყენება,რათა მიღწეულ
იქნას ვიზუალურ-მამოძრავებელი და სივრცითი თვალსაწიერის გაფართოება;
·
ცნებების,საგნის მნიშვნელობის ახსნისთვის
მნიშვნელოვანია და კარგ შედეგს იძლევა სწავლების
მულტისენსორული მიდგომის გამოყენება;
6

თამარ ნიკოლაძე
· · ·
დაწყებითი კლასების პროგრამები ქართულ ენასა და ლიტერატურაში მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის, მასობრივი საგანმანათლებლო პროგრამების ანალოგიურია.
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მცირემხედველი და უსინათლო
მოსწავლეთა ასაკობრივი და ფსიქოფიზიკური თავისებურებანი და ყურადღება უნდა გაამახვილოს გაკვეთილის
სწორად ორგანიზებაზე. დაწყებითი კლასის მცირემხედველი მოსწავლეების უწყვეტი მხედველობითი დატვირთვა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე არ უნდა აღემატებოდეს 10 წთ.-ს
მცირემხედველ მოსწავლეთა მხედველობის დაცვის მიზნითა და შრომისუნარიანობის უზრუნველსაყოფად , აუცილებელია მხედველობითი სამუშაოს
მოცულობის განსაზღვრა; მონაცვლეობა ფრონტალური და ინდივიდუალური სასწავლო ფორმებისა, გაკვეთილის მიმდინარეობისას 1-2- ჯერ თვალის სავარჯიშოების ჩატარება,წუთშესვენება.
7

თამარ ნიკოლაძე
· · ·
თამამად შემიძლია
განვაცხადო,რომ საქვეყნოდ აღიარებული კონცეფცია
„ემერჯენტული წიგნიერების“(ადრეული)
შესახებ, ერთნაირად ვრცელდება როგორც მხედველობის დარღვევის ,ასევე სრულფასოვანი მხედველობის
მქონე მოსწავლეების შემთხვევაში. ამ კონცეფციის თანახმად, ზეპირი და წერითი მეტყველების
ათვისებისათვის საჭირო უნარების განვითარება და ჩამოყალიბება ჩვილობის ასაკიდან იწყება
და უწყვეტად მიმდინარეობს. ამბები,რომლებსაც ბავშვები ისმენენ უფროსებისაგან მანამ,
სანამ თვითონ
ალაპარაკდებიან, ბავშვების ნაჯღაბნი ფურცლებზე, რომელსაც
თავად ისინი ნაწერს ეძახიან,ბავშვების მიერ მათი საყვარელი ზღაპრის ვითომ „კითხვა“
წიგნიდან (მეხსიერებით „კითხვა“) - ყველა ეს მოვლენა ბავშვების
სპონტანური მზადებაა წერა-კითხვისათვის, ემერჯენტული
წიგნიერების განვითარების გამომჟღავნებაა. მშობლებს, საბავშვო ბაღისა და სკოლის
პედაგოგებს შეუძლიათ ბავშვის ემერჯენტული წიგნიერების ხელშეწყობა.
ბავშვები სკოლაში მისვლამდე იძენენ წიგნიერების საფუძვლებს მშობლებთან,და-ძმებთან,თანატოლებთან,საბავშვო
ბაღის მასწავლებლებთან ურთიერთობის პროცესში. მაგრამ გასათვალისწინებელია ორი გარემოება:სხვადასხვა
მიზეზთა გამო ყველა ოჯახს არ აქვს სათანადო გარემოს შექმნის პირობები; ყველა ბავშვს
არ აქვს განვითარების ერთნაირი ტემპი. ამიტომ ემერჯენტული წიგნიერების აღწერილი აქტივობები
სკოლაში მნიშვნელობას არ კარგავს.პირიქით,მათი განხორციელება სწავლების პირველ წელს
აუცილებელია.მნიშვნელოვანია მოსწავლისა და მშობლების თანამშრომლობა და ურთიერთშეთანხმებული
მოქმედება.მასწავლებელს შეუძლია იყოს მშობლის მრჩეველი .მის რეკომენდაციებს მშობლებისთვის
ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს.
ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის
საკვლევი თემის აქტუალობა
მნიშვნელოვანია, გაიაზრონ თვით მოსწავლეებმა, დამრიგებლებმა და მშობლებმა. საჭიროა, მოსწავლეებს დავანახოთ ამ პრობლემის გადაჭრის
აუცილებლობა ,რათა თითოეულ მოსწავლეს
ავუმაღლოთ მოტივაცია, რაც დაგვეხმარება წიგნიერების დონის ამაღლებაში.
ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარებას
საფუძველი სწორედ დაწყებით
კლასებში უნდა ჩაეყაროს და სწორედ ამიტომ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევა ამ საკითხს მივუძღვენი.
8
თამარ ნიკოლაძე
· · ·
1.2 პრობლემის ანალიზი:
მე, როგორც დამრიგებელმა, პრაქტიკული კვლევის ჩასატარებლად შევარჩიე მეორე კლასი. მოცემულ კლასში ჩემი
პედაგოგიური პრაქტიკის განმავლობაში მოსწავლეთა ზოგად ცოდნაზე დაკვირვებით იკვეთება, რომ ზოგადი განათლების
დონე არის დაბალი, რაც ნათლად ჩანს
შემდეგ სიტუაციებში:
·
მოსწავლეებს აქვთ სწრაფი კითხვის პრობლემა
მხედველობის პრობლემის მქონე მოსწავლეთათვის შემუშავებულ სტანდარტზე დაყრდნობით:
1 -ლი კლასი - 15-20 სიტყვა წუთში; მე-2 კლასი- 30-40 სიტყვა წუთში;
მე- 3 კლასი - 50-60 წუთში;
4 კლასი-
70-80 სიტყვა წუთში.

შედარებისათვის
აქვე მოვიყვან ნორმალური მხედველობის მქონე მოსწავლეთა კითხვის ტემპის სტანდარტს:
|
I კლასი |
25-30 სიტყვა
წუთში |
|
II კლ. I სემესტრი |
35-45 სიტყვა წუთში |
|
IIკლ.
IIსემესტრი |
45-55 სიტყვა წუთში |
|
IIIკლ. Iსემესტრი |
55-65 სიტყვა წუთში |
|
III
კლ. II სემესტრი |
65-75 სიტყვა წუთში |
|
IV კლ.I სემესტრი |
75-85 სიტყვა წუთში |
|
IV კლ.II სემესტრი |
85-95 სიტყვა წუთში |
· დაბალია მეტყველების კულტურა;
· მოსწავლეთა ლექსიკური მარაგი მწირია;
· გართულებულია ცნებების აღქმა -გააზრებ
9

თამარ ნიკოლაძე
· · ·
·
უჭირთ საკუთარი აზრის დამოუკიდებლად გადმოცემა როგორც ზეპირი , ასევე წერილობითი ფორმით;
·
პრობლემას წარმოადგენს წაკითხულის გაგება–გააზრება; ძირითადად აქცენტს აკეთებენ მექანიკურ
კითხვაზე;
·
მცირემხედველი მოსწავლეების შემთხვევაში
იკვეთება კომპიუტერის არამიზნობრივი გამოყენება, რაც იწვევს წიგნის კითხვის დეფიციტს;
ყველა ამ პრობლემიდან გამომდინარე ნათელი და საჭირო გახდა ის, რომ აუცილებელია ავამაღლოთ
მოსწავლეებში წიგნის კითხვის მოტივაცია, რათა კითხვა იქცეს მათთვის მოთხოვნილებად და არა რუტინად.
10

თამარ ნიკოლაძე
· · ·
1.3 კვლევის მიზანი
ü შეფასება იმისა თუ ,რა იწვევს წიგნიერების დაბალ დონეს;
ü წიგნის კითხვის დაბალი მოტივაციის მიზეზების
დადგენა;
ü გაანალიზდეს არსებული პრობლემა
და მოინახოს გადაჭრის
გზები ; დავსახოთ
მისი გამოსწორების გზები.
1.4 კვლევის ამოცანები:
·
მოსწავლეებმა გააცნობიერონ წიგნიერების მნიშვნელობა სწავლა- სწავლებისა და აღზრდის
პროცესში;
·
დამრიგებლის ჩართულობით, გააზრებული კითხვისათვის საჭირო სხვადასხვა აქტივობებისა და მეთოდების გამოყენებით წიგნიერების დონის ამაღლება.
·
ლექსიკური მარაგის გამდიდრება მეტყველების კულტურის გაუმჯობესებისთვის.
·
გააზრებული კითხვის სტრატეგიების შემუშავება
მოტივაციის ამაღლებისთვის;
·
მოსწავლეებში საჭირო ლიტერატურის მოძიების, კითხვისა და გაანალიზების უნარის გამომუშავება;
·
წიგნიერების ამაღლების კუთხით თანამშრომლობის დამყარების ხელშეწყობა სასურველ
შედეგზე გასასვლელად;
11

2.1 ლიტერატურის მიმოხილვა
“განმარტებით ლექსიკონს თუ მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ
,,წიგნიერება
ეწოდება ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობას, რომლებიც შესაძლებელს
ხდიან ენის ეფექტურ გამოყენებას სწავლისა და კომუნიკაციის მიზნით როგორც სასკოლო, ასევე
საზოგადოებრივ საქმიანობაში“. თუ დავაკონკრეტებთ, წიგნიერება გააზრებულ კითხვასთან
ერთად მოიცავს აქტიური მოსმენის, ზეპირმეტყველებისა და წერითი აზროვნების უნარებს და
მაქსიმალურად განავითარებს ზეპირი, ვიზუალური, ნაბეჭდი თუ ციფრული გზით მიღებული ინფორმაციის
გააზრებისა და ინტერპრეტაციის უნარ-ჩვევებს.
წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგებით, ქართველ მოზარდთა წიგნიერების დონე საშუალოზე დაბალია. განსაკუთრებით
თვალშისაცემია დაწყებით კლასებში წაკითხულის
შინაარსის გააზრებასა და გადმოცემასთან დაკავშირებული
სირთულეები. ამავე კვლევის თანახმად, მოსწავლის წიგნიერებაში
მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური ფაქტორი. თუ მშობლები
სოციალურად და ეკონომიკურად წელში გამართულები არიან, მათი შვილები უმეტესად მაღალ აკადემიურ შედეგებს
აჩვენებენ, ხოლო თუ ოჯახს
ფინანსურად უჭირს, მასში მცხოვრები მოზარდების წიგნიერების დონე დაბალია. ამიტომაც სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა მიიჩნიოს განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა. კომპიუტერსაც
ამიტომ მივეჯაჭვეთ, ვირტუალური საინფორმაციო
სივრცე ხომ ყველა შესაძლებლობის ადამიანისთვის ღიაა.
ბავშვებს
იშვიათად უშვებენ წიგნის თაროებთან, როგორც წესი, მათ საკითხავ მასალას უფროსები ურჩევენ.
არადა, რა მოხდება, თუ მათაც მივცემთ არჩევის უფლებას?! მივიდეს, წიგნი თაროდან გადმოიღოს,
ფურცლოს, წინასიტყვაობას ან ილუსტრაციებს გადაავლოს თვალი, რადგან თავდაჯერებულ მკითხველად
ჩამოყალიბებას მოზარდისთვის გასაგებ და საინტერესო ტექსტებთან ურთიერთობა და უფროსების
მხრიდან მისი არჩევნის სწორად შეფასება განაპირობებს.
12

თამარ ნიკოლაძე
· · ·
წიგნიერების დონის ასამაღლებლად
მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის შესაბამისი რესურსებით აღჭურვილი სივრცის შეთავაზებაც.
თუ გარემოს არ შეუძლია მოზარდთა ინტერესების სრულად დაკმაყოფილება, ინტერესთა სფერო
არათუ ფართოვდება, პირიქით, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად იკლებს”.(maswasvlebeli.ge)
წიგნიერება თანამედროვე მსოფლიოში
ერთ–ერთი ძირითადი, საკვანძო
კომპეტენციაა. კითხვისა და წერის უნარები მნიშვნელოვნად განაპირობებს ინდივიდის მოქალაქედ
ჩამოყალიბებასა და მის წარმატებას საქმიანობის ნებისმიერ სფეროში. ამიტომ წიგნიერების განვითარებას სათანადო ყურადღება ეთმობა, როგორც სკოლამდელ
და სასკოლო, ასევე სკოლოს შემდგომ ასაკში.მრავალ ქვეყანაში ხორციელდება სხვადასხვა პროგრამა იმ მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით, უწიგნურად დარჩენის რისკის წინაშე დგანან. კითხვისა და წერის
პროცესების კომპლექსურობის გამო, წიგნიერების
ერთ შეთანხმებულ განმარტებას სამეცნიერო ლიტერატურაში ვერ ვხედავთ. თუმცა, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ დღეს წიგნიერება
ნიშნავს მრავალფეროვანი ტესტების, გამართულად წაკითხვის, გაგება–გააზრებისა და
ინტერპრეტაციის, ასევე სხვადასხვა დანიშნულების ტექსტების შექმნის უნარს. ამდენად თანამედროვე გაგებით წიგნიერება უშუალოდ
არის დაკავშირებული ისეთ უნარებთან, როგორებიცაა ზეპირი კომუნიკაცია, წაკითხულის განხილვა
და დისკუსია, კრიტიკული აზროვნება, წარმოსახვა და სხვ. ,,წიგნიერება არის ის რასაც ვსწავლობთ
და ვასწავლით“(პაატა
პაპავა). არაერთი კვლევა ჩატარებულა
და ლიტერატურა შექმნილა
იმის შესახებ, თუ რა მეთოდების გამოყენება ზრდის მოტივაციას, როგორ უნდა დაიგეგმოს
კთხვის საათი, რა სარგებლობასთან/სირთულეებთან
არის დაგეგმვა დაკავშირებული და ზოგადად, რატომ უნდა გავზარდოთ
მოტივაცია წიგნიერების დონის ასამაღლებად. (წიგნიერება, მასწავლებლის
სახელმძღვანელო. პაატა პაპავა, თამარ ჭანტურია,2012წ).
13

თამარ ნიკოლაძე
· · ·
დასწყებით კლასებში მოსწავლე
ეუფლება
კითხვის ტექნიკას, ეცნობა სხვადასხვა ტიპის
ტექსტებს, კითხულობს იმიტომ,
რომ ისწავლოს, მიიღოს გარკვეული ლიტერატურული გამოცდილება, მას უყალიბდება
მხატვრული გემოვნება.კითხვის უნარი უშუალო კავშირშია
ზოგადად ბავშვის აზროვნების განვითარებასთან. ასე რომ,
დაწყებით საფეხურზე
კითხვის უნარის შემოწმება
გულისხმობს იმის გარკვევასაც,
თუ რამდენად წარმატებული იქნება ბავშვი მომავალში,
შეძლებს თუ არა მაღალი კლასების სასწავლო
პროგრამის დაძლევას. კითხვა ლიტერატურული გამოცდილების მიღების მიზნით ხელს უწყობს ზოგადად კითხვის მიმართ ინტერესის და წიგნის სიყვარულის
გაღვივებას. ხოლო კითხვა ინფორმაციის მიღებისა და გამოყენების მიზნით ეხმარება მოსწავლეს
ცოდნის შეძენასა და დაგროვებაში. წიგნის კითხვა ბავშვებს
სამყაროსა და საკუთარი
თავის შეცნობაში, თვალსაწიერის გაფართოებაში ეხმარება. სწორედ ბავშვობაში
გაღვივებული წიგნის სიყვარული
მთელი ცხოვრების მანძილზე
გაყვებათ მოზარდებს. კითხვის უნარის განვითარება ხშირ შემთხვევაში, ადრეული ასაკიდან, ჯერ კიდევ
სკოლამდელი ასაკიდან იწყება და ამ უნარის საბოლოო ჩამოყალიბებისთვის საკმაოდ დიდი დროა საჭირო. წიგნიერება სწავლის საფუძველია და ხელს უწყობს, იმ სააზროვნო პროცესების
განვითარებას, რომლებისც ეფექტური
სწავლებისა და სწავლის წინაპირობაა, საშუალო განათლების მომდევნო
საფეხურზე“(PIRLS). ,,მოზარდები რომელთაც უჭირთ კითხვა მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან სკოლაში სწავლისას და ხშირ შემთხვევაში ვერ ავლენენ თავიანთ პოტენციალს ვერც სკოლაში და ვერც ცხოვრებაში“(Basic Skills Agency,
1997).
14

თამარ ნიკოლაძე
· · ·
ინფორმაციის მიღება და მიღებული ინფორმაციით სარგებლობა მნიშვნელოვანია ყველა მოსწავლისათვის, მაგრამ მხედველობის დარღვევის
მქონე ბავშვების ენისა და კონცეპტუალური განვითარების, ასევე მაქსიმალური საგანმანათლებლო შედეგების მიღწევისათვის, უდიდესი როლი ენიჭება წიგნიერების ადრეულ დაუფლებას. თანამედროვე მიდგომა,
კითხვასა და წერას განიხილავს როგორც ინტეგრირებულ პროცესს, რომელიც არ უნდა ისწავლებოდეს ბავშვის მიერ ენის და კომუნიკაციის ერთიანი
კონტექსტიდან მოწყვეტილად. ადრეულ ასაკში ბავშვისთვის წიგნების,
ზღაპრების, საბავშვო ლექსების კითხვა ეხმარებათ ბავშვებს
დაუფიქრდნენ ენის სტრუქტურას, ორგანიზებასა და ფუნქციებს, რაც თავისთავად ხელს უწყობს სასაუბრო
ლექსიკისა და ენის გაგების ჩამოყალიბებას. ადრეული წიგნიერება ასევე აყალიბებს იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ბავშვებს ეხმარებათ
ისეთი საგნების ათვისებაში, როგორიცაა: ისტორია, მეცნიერება და მათემატიკა. უფრო მოგვიანებით, წიგნიერება ეხმარება
ბავშვებს უკეთ წარმართონ
საკუთარი სწავლის პროცესი და კომუნიკაცია, აქტიურად
ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და კულტურულ ღონისძიებებში. სხვა ბავშვებისაგან განსხვავებით, მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის წიგნების
გაცნობა უფრო ფრაგმენტულ და იშვიათ ხასიათს ატარებს, რაც იწვევს იმას, რომ ხშირად მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვები სკოლაში საკმაოდ შეზღუდული ცოდნით მოდიან, ასევე არ აქვთ განვითარებული ასაკის შესაბამისი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები და ქცევა. როგორც წესი, მხედველი ბავშვები ბევრ წერილობით სიმბოლოს
და ტექსტს ადრეულ ასაკში, შემთხვევით ეცნობიან სხვადასხვა დაწესებულებასა და ყოველდღიურ გარემოში არსებული სიმბოლოებისა და ნიშნების მეშვეობით. მაგ.
სკოლამდელი ასაკის ბავშვი, ხედავს ბორჯომის
ბოთლს და წარწერის
დანახვაზე ცდილობს ამოიკითხოს სიტყვა „ბორჯომი“. სხვა შემთხვევაში, იგივე ბავშვი, მაღაზიის დანახვაზე ამბობს „მარკეტი“ და ა.შ. მხედველ ბავშვებში, ნაბეჭდი სიტყვების, მათი გამოყენებისა და მნიშვნელობის გააზრება
ხდება ყოველდღიურ გარემოში, პრინციპით „აქ და ახლა“. მხედველობის შეზღუდვის მქონე ბავშვებისათვის წიგნიერების სწავლება კი მიზანმიმართული პროცესია და ძირითადად
სახლში იწყება. სახლის
პირობებში, წიგნიერების განვითარებაზე მიმართული
გარემო გულისხმობს რესურსების მრავალფეროვნებას, მაგ. დიდი შრიფტით ნაბეჭდი წიგნები, იარლიყები, „ხმოვანი და მულტისენსორული წიგნები“ და ტაქტილური მასალები. კითხვისათვის, მასწავლებლები ურჩევენ ე.წ. „წიგნების ჩანთას“ სადაც მოთავსებულია წიგნებში
დახატული სურათების შესაბამისი სათამაშოები და საგნები. ასევე ეფექტურია
ე.წ. ტაქტილური წიგნები,
15

თამარ ნიკოლაძე
· · ·
რომლის გვერდებზეც ადვილად წებდება სხვადასხვა
საგნები. კითხვის აქტივობისათვის სასურველია
სხვადასხვა ტექსტურის მასალების
გამოყენება. ერთობლივი კითხვის დროს ყურადღება უნდა დაეთმოს თავად წიგნთან ურთიერთობას, მაგ. ბავშვს უნდა ვასწავლოთ
როგორ დაიკავოს წიგნი, გადაშალოს გვერდი, იცოდეს სად არის გვერდის მანიშნებელი ციფრი, სურათი ან ტექსტი. მხედველობის ძლიერი დარღვევის
შემთხვევაში, სასურველია სახლში, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი
წიგნების კითხვის სწავლებისთვის მოსამზადებელი აქტივობების განხორციელება. ეს შეიძლება
იყოს ხატვისა და ამობურცული ხაზების გასაკეთებელი საწერი საშუალებების გამოყენება. ასევე შესაძლებელია ბრაილის საწერი მოწყობილობის გაცნობა
და ე.წ. „წერტილებიანი
სურათის“ დახატვა. ვარჯიში უნდა მოიცავდეს
ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ბრაილით დაწერილი ტექსტისათვის ხელის გაყოლება, ცარიელი სივრცეების ამოცნობა, ხაზებს შორის ინტერვალების გაკეთება
და ა.შ. სასარგებლოა
ბავშვისათვის ბრაილის ან გადიდებული შრიფტით
ისეთი ტექსტების გაცნობა, რომელიც ოჯახის ყოველდღიურ აქტივობას
უკავშირდება, მაგ. შესაძენი პროდუქტების სია, რეცეპტები, მოსაწვევი და სამადლობელი ბარათები და ა.შ. ნებისმიერი ბავშვის შემთხვევაში, კითხვისადმი პოზიტიურ
დამოკიდებულებას სწორედ
გარკვეული ინტერაქციის, კომუნიკაციის ამსახველი ტექსტის კითხვის გამოცდილება განაპირობებს. ბავშვისთვის
წიგნების კითხვისას, სასურველია დრო დავუთმოთ
მთავარი მოქმედი პერსონაჟებისა და შინაარსის განხილვას, საუბარს იმაზე, თუ როგორ შეიძლება
განვითარდეს სიუჟეტი მომავალში
და კიდევ რა შეიძლება, რომ მოხდეს ზღაპარში ან მოთხრობაში. კითხვისას ბავშვებს
ხშირად სურვილი უჩნდებათ
გადავიდნენ ტექსტის იმ მონაკვეთზე, სადაც გარკვეული ამბები ხდება. ეს შესაძლოა სასარგებლო
იყოს იმისათვის, რომ ბავშვის ყურადღება
მივაპყროთ კონცეპტუალურ მომენტებზე, მაგ. როგორიცაა განსხვავება ზოოპარკში
მცხოვრებ და საბავშვო
წიგნებში მოლაპარაკე ცხოველებს
შორის. საგანმანათლებლო თვალსაზრისით უსინათლო
ბავშვებისთვის, კითხვისა და წერის ყველაზე გავრცელებული
საშუალებაა ბრაილი. ბრაილის გამოყენება ხშირად ხდება კლასში, სადაც სხვა მხედველი ბავშვები
ჩვეულებრივად კითხულობენ და წერენ. მთავარია გვახსოვდეს, რომ უსინათლო ბავშვს (განსაკუთრებით
დაწყებით საფეხურზე) ესაჭიროება დამატებითი დახმარება
ბრაილის გამოყენების ისეთი უნარ-
ჩვევების ათვისებაში, როგორიცაა თითების სისხარტე
და ნატიფი ტაქტილური
მგრძნობელობა. ბრაილის ზოგიერთი ტექნიკური
სახის საკითხის ასახსნელად ხშირად საჭირო ხდება სპეციალური განათლების პედაგოგის ჩართვა. საკითხავი რესურსების გამრავალფეროვნებას ხელს
16

თამარ ნიკოლაძე
· · ·
უწყობს დიდი შრიფტითა
და ბრაილით ნაბეჭდი
წიგნების არსებობა. საკითხავი გარემო უნდა იყოს მიმზიდველი, წიგნები კარგად ორგანიზებული და დალაგებული. კონტრასტული ფერების, ტექსტურების, განათებისა და ეტიკეტების (როგორც ნაბეჭდი, ასევე ბრაილით) საშუალებით. წიგნების განლაგება
ეხმარება მხედველობის დარღვევის
მქონე ბავშვებს ადვილად
მოიძიონ მათთვის სასურველი
ჟანრი, ავტორი ან თემა. თავად წიგნების
შერჩევის კრიტერიუმი უნდა ითვალისწინებდეს მასში წარმოდგენილი ტექსტის
ხარისხს, ბავშვების ინტერესებსა და მიდრეკილებებს. 5- დან 11 წლამდე ბავშვებისთვის აუცილებელია წიგნების შერჩევა მათი ასაკობრივი ინტერესებისა და ცოდნის გათვალისწინებით. კითხვისგან სიამოვნების მისაღებად და დამოუკიდებლად კითხვის ბავშვისთვის შესაყვარებლად, სასურველია საყვარელი
საკითხავი ლიტერატურის, მაგ. ტაქტილური სურათების მქონე წიგნების კოლექციის
შეგროვება. მხედველობის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროს დისკებზე, ფირებზე ჩაწერილი
წიგნები და ყურსასმენები წარმოადგენენ . „დიდი წიგნები“ კი ამ მოსწავლეთა საერთო საკლასო
აქტივობებში ჩართვის საშუალებას იძლევა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შესაძლებლობის
უზრუნველყოფას ისეთი ერთობლივი
აქტივობებისათვის, როგორიცაა ერთობლივი ან წყვილებში კითხვა, ერთმანეთის წერითი დავალებების განხილვა.
წერითი აქტივობებისათვის გამოყოფილ
გარემოში უნდა იყოს მოსახერხებელი სამუშაო ზედაპირი, კარგი განათება, საწერი მასალების მრავალფეროვანი არჩევანი - ფერადი ფურცლები, ბარათები, სტეპლერი, წებოვანი ლენტი და დამჭერები, საჭიროების შემთხვევაში ბრაილით საწერი მოწყობილობა ან ბრაილის საბეჭდი აპარატი, რომელიც ბეჭდავს ბავშვის
მიერ ბრაილზე აკრეფილ ტექსტს. ასოების გამოყვანა და ხელწერა შეიძლება
პრობლემური იყოს მხედველობის სხვადასხვა დარღვევის დროს, მაგ. ნისტაგმი და მხედველობის ვიწრო ველი, უშლის ხელს მთელი სიტყვის დანახვას. ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება დაეხმაროს
მუქი ხაზები ფურცელზე.
რაც შეეხება არა ვიზუალურ დამხმარე
საშუალებებს.
„თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა განხორციელდეს მაღალი ხარისხის აუდიო მასალის ჩაწერა და მისი შემდგომი დამუშავება. აუდიო დამხმარე საშუალებები აუმჯობესებენ სასწავლო პროცესს. ეხმარება სუსტად მხედველ
მოსწავლეს იყოს უფრო
17

თამარ ნიკოლაძე
· · ·
სრულფასოვნად ჩართული კლასის სასწავლო
აქტივობებში. ყველაზე გავრცელებული აუდიო დამხმარე საშუალებებია :
•
აუდიო წიგნები;
•
ხმის ჩამწერი მოწყობილობები.
კითხვის სწავლების პროცესში ერთ-ერთი
დამხმარე საშუალება არის აუდიო წიგნები. როგორც გამოცდილებამ აჩვენა, სუსტად მხედველ მოსწავლეებს უადვილდებათ სასწავლო მასალის დაძლევა მაშინ, როდესაც სასწავლო
პროცესში გამოიყენება აუდიო წიგნები. ასევე აუდიო წიგნები არა მარტო საკლასო მასალის, არამედ კლასგარეშე ლიტერატურის ათვისების
საშუალებას იძლევა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აუდიო წიგნებს ენიჭება
მაღალ კლასებში, გართულებული ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მასალების
სწავლისას.
არსებობს სხვადასხვა სახის ხმის ჩაწერის საშუალებები. მაგ. ხმის ჩამწერი
მოწყობილობა, ხმის ჩამწერი პროგრამა ანდროიდის
ბაზაზე მომუშავე სმარტფონებისთვის, ხმის ჩამწერი პროგრამა პერსონალური
კომპიუტერისთვის. ხმის ჩამწერი მოწყობილიბები ერთ-ერთი გავრცელებული არა ვიზუალური დამხმარე
საშუალებაა. აუდიო წიგნებისგან განსხვავებით მას აქვს რამდენიმე
უპირატესობა:
•
შესაძლებლობას აძლევს სუსტად მხედველ მოსწავლეს ჩაიწეროს
საკლასო სემინარი;
•
საშუალებას აძლევს მასწავლებელს მოამზადოს
და ჩაწეროს სასწავლო
ტექსტის აუდიო ჩანაწერი, რაც შემდგომში დაეხმარება სუსტად მხედველ მოსწავლეს
სასწავლო მასალის ათვისებაში;
•
პერსონალური კომპიუტერის ხმის ჩამწერი პროგრამები დამატებით
საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ხმის რეპროდუქციის სიჩქარე. სიჩქარის დარეგულირების შესაძლებლობა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა, რადგან შესაძლებელია მოსწავლეს
ქონდეს კითხვის სხვა ტემპი, ხოლო აუდიო
18
თამარ ნიკოლაძე
· · ·
რეპროდუქციის სხვა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია მოსწავლეს
შეექმნას სირთულეები ტექსტის
დამუშავებაში. აუდიო მასალის რეპროდუქციის
ტემპის დარეგულირება, კონკრეტულ მოსწავლეზე მორგება ზემოთ
ხსენებულ რისკებს ამცირებს. უფასო ხმის ჩამწერი პროგრამა კომპიუტერისთვის
http:// audacity.sourceforge.net/
დამხმარე საშუალებების გამოყენება - „ემოციური უსაფრთხოება“. როგორც პრაქტიკამ აჩვენა, სუსტად მხედველი მოსწავლეები თავს არიდებენ გამადიდებლების ან სხვა სახის დამხმარე საშუალებების ხშირ და ეფექტურ
გამოყენებას არა იმიტომ, რომ დამხმარე საშუალებები ფუნქციურად არასწორადაა შერჩეული, არამედ იმის გამო, რომ მათი გამოყენებით ისინი
„განსხვავებულები“ არიან სხვა მოსწავლეებისგან, რაც შემდგომში შეიძლება
დაცინვის, ნეგატიური სახით გამორჩევის, გარიყვის საფუძველიც გახდეს. გარდა ამისა, არსებობს რისკი სუსტად მხედველი მოსწავლის
მიერ სხვადასხვა დამხმარე
საშუალებების გამოყენებით, მაგ. გამადიდებელი ვიდეო კამერაCCTV, სხვა მოსწავლეებს გაეფანტოთ
ყურადღება დავალების შესრულებისას და ამით საფრთხე შეექმნას გაკვეთილის სრულფასოვან
ჩატარებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ კლასში არ განხორციელდება სხვადასხვა სახის დამატებითი აქტივობები
მთლიან კლასთან სასწავლო
საკითხების შესახებ და სოციალური ურთიერთობები თვითდინებაზე იქნება მიშვებული, მაღალია იმის ალბათობა რომ, ჩაიშალოს სასწავლო პროცესი
და სუსტად მხედველმა
მოსწავლემ არ გამოიყენოს დამხმარე საშუალებები ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, ის გახდეს დაცინვის ობიექტი. იმისათვის, რომ ეს საფრთხეები თავიდან
იყოს აცილებული, აუცილებელია სხვადასხვა სახის პრევენციული ღონისძიებების გატარება. კლასი „ცოცხალი“ ორგანიზმია თავისი განვითარების უნიკალური
გზით, არ არსებობს რაიმე სახის
„რეცეპტი“, რომელიც ყველა შემთხვევაში იმუშავებს, თითოეული რეკომენდაცია აუცილებლად მორგებული უნდა იყოს კონკრეტულ
მოსწავლეთა ჯგუფზე. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს სწავლის
უნარის განსხვავებულობა, უნდა მოერგოს ყველა მოსწავლეს“....
(„მხედველობის დარღვევის
მქონე მოსწავლეების სწავლება“. წიგნზე მუშაობდნენ: ანა ლაღიძე გიორგი დემეტრაშვილი მარიამ მიქიაშვილი გურანდა ჯამათაშვილი თათია პაჭკორია).
19
თამარ ნიკოლაძე
· · ·
თავი III.
კვლევის დიზაინი
3.1 ძირითადი საკვლევი კითხვა
შესაძლებელია თუ
არა დამრიგებლის ჩართულობამ გააუმჯობესოს წიგნიერების დონე დაწყებით
კლასებში?
3.2 ქვეკითხვები:
·
არის თუ არა სასკოლო
გარემო წიგნის კითხვის
დაბალი მოტივაციის მიზეზი?
·
არის თუ არა გათვალისწინებული ასაკობრივი თავისებურებები ლიტერატურის შერჩევისას?
·
რამდენად შესაძლებელია საჭირო ლიტერატურაზე წვდომა?
·
რამდენად განიხილება ეს პრობლემა დაწყებით
კათედრაზე?
·
არის თუ არა საკმარისი
კითხვის საათი ამ პრობლემის გადასაჭრელად?
·
რამდენად კომპეტენტურია დამრიგებელი, იზრუნოს და
გააუმჯობესოს მოსწავლეთა წიგნიერება?
·
გამოიყენება თუ არა გაგება -გააზრებაზე ორიენტირებული სქემები და ვაძლევთ თუ არა შესაბამის
და დროულ უკუკავშირს მოსწავლეებს?
·
რამდენად ხელმისაწვდომია მასწავლებლისათვის მრავალფეროვანი რესურსის
გამოყენება?
·
გათვალისწინებულია თუ არა მოსწავლეთა ინტერესის სფერო და ირჩევა თუ არა ლიტერატურა ამის შესაბამისად?
·
თანამშრომლობს თუ არა ოჯახი და სკოლა ამ მიმართულებით?
·
ვეკითხებით თუ არა მოსწავლეებს რა სახის ლიტერატურაა მათი ინტერესის სფერო
და ხდება თუ არა ამის გათვალისწინება ლიტერატურის მიწოდებისას?
·
რამდენად ხშირად იგეგმება სკოლაში საინტერესო აქტივობები
კლასში მოსწავლეთა წიგნის კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად.
20
![]()
თამარ ნიკოლაძე
· · ·
3.3 კვლევის ჯგუფში მონაწილე პირების აღწერა და განხორციელებული მოლაპარაკებები:
ჩემი კვლევის სამიზნე ჯუფში მონაწილე პირებს წარმოადგენენ:
·
დაწყებითი კლასების
დამრიგებლები;
·
დაწყებითი კლასების საგნის პედაგოგები;
კვლევის ჯგუფის პირებთან
მუშაობა არის მნიშვნელოვანი, რადგან მათთან
განხორციელებული აქტივობებითა და შედეგებით მოხდება ჩვენს მიერ საკვლევი საკითხის
მიმართულების, პრიორიტეტებისა და მნიშვნელობის განსაზღვრა. საბოლოოდ მათი
ჩარევითა და დახმარებით შევძლებთ კვლევის წარმართვას და ანალიზს. კვლევაში მონაწილე პირების ფუნქციები იქნება გადანაწილებული, განსაზღვრული და დროში
გაწერილი.
გეგმის განხორციელებამდე აღნიშნულ პირებთან
გაიმართება მოლაპარაკებები, რადგან კარგად ვაკონტროლოთ კვლევის პრიორიტეტული სფერო, რაც ხელს შეუწყობს თავიდან ავიცილოთ სამოქმედო კვლევის პროცესში სავარაუდო წინაღობა.
3.4 კვლევის ვადები
პირველი ფაზა: პრობლემის იდენტიფიცირება(პრიორიტეტული სფეროს განსაზღვრა, შესწავლა,შესაბამისი ლიტერატურის მიმოხილვა, კვლევის შეკითხვების ჩამოყალიბება.
მეორე ფაზა: კვლევის დაგეგმვა. პირველადი მონაცემების შეგროვება/ანალიზი. მეორადი მონაცემების შეგროვება/ანალიზი
მესამე ფაზა: ინტერვენციების შემუშავება და განხორციელება მეოთხე ფაზა: მონაცემთა ანალიზი. შედეგების შეფასება.
21
თამარ ნიკოლაძე
· · ·
|
აქტივობა |
ოქტომბერი |
ნოემბ ერი |
დეკემ ბერი |
იანვა რი |
თებერვალი |
მარტი |
აპრილი |
მაისი |
შენიშვნა |
|
საკვლევი პრობლემის შერჩევა |
+ |
|
|
|
|
|
|
|
|
|
პრობლემის იდენტიფიცირება |
|
+ |
|
|
|
|
|
|
|
|
კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება |
|
+ |
|
|
|
|
|
|
|
|
სამიზნე ჯგუფის შექმნა |
|
+ |
|
|
|
|
|
|
|
|
პირველადი მონაცემების შეგროვება |
|
+ |
|
|
|
|
|
|
|
|
პირველადი მონაცემების ანალიზი |
|
+ |
|
|
|
|
|
|
|
|
მეორადი მონაცემების შეგროვება |
|
|
+ |
|
|
|
|
|
|
|
მეორადი მონაცემების ანალიზი |
|
|
+ |
|
|
|
|
|
|
|
დაკვირვების დღიურის
წარმოება |
|
|
+ |
|
|
|
|
|
|
|
კითხვარის შედგენა, დამუშავებს |
|
|
+ |
+ |
|
|
|
|
|
|
გამოკითხვა |
|
|
|
+ |
|
|
|
|
|
|
მიღებული შედეგების ანალიზი |
|
|
|
+ |
|
|
|
|
|
|
სავარაუდო ინტერვენციების განხილვა |
|
|
|
|
+ |
|
|
|
|
|
ინტერვენციების განხორციელება |
|
|
|
|
+ |
+ |
|
|
|
|
ინტერვენციების შედეგების ანალიზი |
|
|
|
|
|
|
+ |
|
|
|
პრეზენტაცია, კოლეგებთისთვის შედეგების გაცნობა |
|
|
|
|
|
|
|
+ |
|
|
|
22
თამარ ნიკოლაძე
· · ·
3.5 კვლევის მეთოდები
კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და
სასურველი შედეგის მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს
პირობას კვლევის მეთოდის მართებულად შერჩევა
წარმოადგენს.მივმართე,როგორც თვისობრივ,ასევე რაოდენობრივ მეთოდებს. კვლევის თვისობრივი მეთოდი მიზნად ისახავს
საკვლევი საგნის
სიღრმისეულ შესწავლას,ხოლო რაოდენობრივი
მეთოდი ადგენს შესასწავლი საგნის რაოდენობრივი გავრცელების სურათს.
კვლევის თვისობრივი მეთოდებიდან ავირჩიე მოსწავლეებზე დაკვირვება. დაკვირვება მოვახდინე მე-2 კლასის მოსწავლეებზე (კერძოდ
ჩემს სადამრიგებლო კლასზე.
,მოსწავლეთა რაოდენობა-7).
დაკვირვების კარგად წარმართვისათვის:
1. ჩავინიშნავ თემებს;
2. გამოვყოფ დაკვირვების ობიექტს;
3. ჩემი მოლოდინები;
4. განვსაზღვრავ კრიტერიუმებს;
5. მოვახდენ წერილობით ჩანიშვნებს;
6. ჩავიწერ შედეგებს;
7. გავაანალიზებ შედეგებს.
აღწერითი დაკვირვება- კლასში შევიტანე ინფორმაციული ტესტი და დავავალე
წაეკითხათ გაგრძელებით. ვაკვირდებოდი პროცესს და ვინიშნავდი დაკვირვების დღიურში შთაბეჭდილებებს.
ფოკუსირებული დაკვირვება- ვაკვირდებოდო ტექსტის კითხვის
დროს კონკრეტულად რა პრობლემები წამოიჭრებოდა კლასში და ვინტერესდებოდი ამ პრობლემებით.
ფოკუს ჯგუფი- თვისობრივი კვლევის ერთ-ერთი მეთოდი. ფოკუს ჯგუფი შედგებოდა
დაწყებითი კლასის მასწავლებლებისა და საგნის
,მასწავლებლებისაგან,
სულ 7 პედაგოგი. ეს მეთოდი გამოვიყენე პრობლემის
იდენტიფიცირების პირველ ეტაპზე,რაც დამეხმარა საერთო ჰიპოთეზის
ფორმულირებაში და კვლევის
პრობლემის დაზუსტებაში. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო მათი დამოკიდებულების გაცნობა
კვლევასთან დაკავშირებული საკითხისადმი,თანხმობის შემთხვევაში ჩანიშვნა და დამოკიდებულების შესწავლა, ასევე დასკვნებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მიღება(დანართი 1).
ანკეტირება- საკვლევი პრობლემის შესასწავლად გადავწყვიტე კითხვარების მეშვეობით გამომეკითხა მოსწავლეები და მათი მშობლები,
ვინაიდან
23
თამარ ნიკოლაძე
· · ·
თითოეულის აზრი გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია კვლევის სწორად წარმართვისათვის (დანართი
2 და 3 )
24
4.1 დიაგნოსტირების ეტაპი
პრობლემის იდენტიფიცირების და საკვლევი საკითხის
ჩამოყალიბების შემდეგ დავგეგმე
კონკრეტული ნაბიჯები, რომლის მიხედვითაც აღმოვაჩინე კონკრეტული პრობლემური საკითხები.
პრე–აქტივობები:
1. მოსწავლეებმა წაიკითხეს
და გაანალიზეს მხატვრული
და საინფორმაციო ტექსტები.
მხატვრული ტექსტები ავირჩიე საქართველოს დაწყებითი
განათლების პროექტის G-Pried-ის მასალებიდან მხატვრული
ტექსტი.კერძოდ:ეკა გიგიაძე,ნატო ლომთაძე,მაია მამისეიშვილი- „ჭკვიანი ბოცო“.კლასი II
.კითხვის დონე-2.2. ტექსტის ტიპი-მხატვრული,თხრობითი.
წაკითხული მხატვრული ტექსტის ანალიზისთვის გამოყოფილი
დრო გახლდათ 30 წთ.
საინფორმაციო ტექსტები ავირჩიე საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის G-Pried-ის მასალებიდან საინფორმაციო–შემეცნებითი ტექსტი, კერძოდ, ვასო გურეულის „ჩურჩხელები“:
კლასი II . კითხვის დონე 2.1 ტექსტის ტიპი-მხატვრული(თხრობითი), საინფორმაციო-შემეცნებითი. საინფორმაციო
ტექსტის ანალიზისვის გამოყოფილი დრო გახლდათ 25 წთ. გზადაგზა დაკვირვების დღიურში
ვინიშნავდი მონაცემებს და კითხვის დროს შექმნილ პრობლემებს.
2. კითხვის ტემპის შესამოწმებლად შევარჩიე
მცირე ზომის ტექსტი
,,ჭიანჭველა და ფუტკარი“. ტემპზე დაკვირვებისას ვიხელმძღვანელე საქართველოს დაწყებითი
განათლების პროექტის G-Pried-ის მასალებიდან სპეციალური ფორმულით: წუთში სწორად წაკითხული
სიტყვების(წსწს)გამოსათვლელი ფორმულით: წსწს=(n-m)x60/t ,სადაც n არის წაკითხული ტექსტის
სიტყვების სრული რაოდენობა, m არის შეცდომით წაკითხული
სიტყვათა რაოდენობა, t არის მოცემული ტექსტის
წაკითხვის დრო წამებში. ეს ფორმულა საჭიროებს ადაპტირებას მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის .კერძოდ,
კითხვის ტემპის დრო გაიზრდება 1,5-2-ჯერ.
25
![]()
თამარ ნიკოლაძე
· · ·
3. ლექსიკური მარაგის შესამოწმებლად შევარჩიე
ტესტები საქართველოს დაწყებითი
განათლების პროექტის G-Pried-ის მასალებიდან. ტესტის ტიპი ინდივიდუალური. დრო 10 წთ. (დანართი 4)
დიაგნოსტირების ეტაპზე, აღნიშნული ტესტების გამოყენება ემსახურება მიზანს, გავზომოთ ინტერვენციების ეფექტურობა და ვაჩვენოთ მოსწავლეთა
პროგრესი. წიგნიერების დონის შესაფასებლად მიღებულია კითხვის ტემპზე დაკვირვება. მცირე ტექსტის კითხვის ტემპის შემოწმებით მივიღებთ ინფორმაციას კლასში კითხვასთან დაკავშირებული ზოგადი დონის შესახებ.
4.2 დიაგნოსტირების შედეგების ანალიზი
განხორციელებულმა პრე–აქტივობებმა შესაძლებლობა
მომცა ინტერვენციების შესარჩევად. გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემებისა, კერძოდ 7 მოსწავლიდან
მხატვრული ტექსტი 30წთ–ში წაიკითხა და გაანალიზა ოთხმა მოსწავლემ, 30წთ–ზე ნაკლებ დროში წაიკითხა და გაანალიზა 2–მა მოსწავლემ და 30წთ–ზე მეტი დრო მოანდომა 1–მა მოსწავლემ.
საინფორმაციო ტექსტის ,,ჩურჩხელა“ გაანალიზებისთვის გამოყოფილი დრო (30წთ) საკმარისი აღმოჩნდა 2 მოსწავლისათვის, დროზე ადრე დაასრულა 4–მა მოწავლემ და დროს გადააჭარბა
1 მოსწავლემ.
კითხვის ტემპის საუკეთესო
შედეგი იყო 96 წამი. მაქსიმალური დრო რომელიც
დასჭირდა შეთავაზებული ტექსტის წასაკითხად –260 წმ. ყველაზე ხშირად განმეორებადი შედეგი 122წმ–ია.
ლექსიკური მარაგის შესამოწმებელი მაქსიმალური მიღებული ქულა იყო 10,
მინიმალური 4, საშუალო ქულა 7.
26
![]()
თამარ ნიკოლაძე
· · ·
4.3. გამოკითხვის შედეგების
ანალიზი
მოვახდინე მოსწავლეთა
ანკეტირება. შედეგები შემდეგია:
27
თამარ ნიკოლაძე
· · ·
![]()
28
თამარ ნიკოლაძე
· · ·
![]()
უყვები თუ არა მშობლებს წაკითხული წიგნის შესახებ?
5
2
ვუყვები არ
ვუყვები
29
თამარ ნიკოლაძე
· · ·
როგორ ფიქრობთ,კითხვა აუცილებელია თქვენი მომავლისათვის?
7
0
დიახ არა
30
თამარ ნიკოლაძე
· · ·
![]()
31
თამარ ნიკოლაძე
· · ·
წიგნიერების დონის ამაღლებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობელთა
ჩართულობა სასწავლო პროცესში. შესაბამისად ანკეტირებით
გამოვკითხე მშობლები. შედეგები ასეთია:
32
თამარ ნიკოლაძე
· · ·
1. რა სახის წიგნები მოსწონს თქვენს შვილს?
- -- -
2. ურჩევთ თუ არა თქვენს შვილს კლასგარეშე
საკითხავ მასალას?
- - - -
3. თქვენი შვილი შერჩეულ წიგნს დამოუკიდებლად კითხულობს
თუ არა მეტი ინტერესით?
- -- - -
4. წაკითხვის შემდეგ ეკითხებით თუ არა რა წაიკითხა?
- -- - -
5. რა დროს უთმობს
მხატვრული ლიტერატურის კითხვას?
დაახლოებით რამდენ საათს(წთ–ს) კითხულობს დღეში? ამ კითხვაზე იყო ღია პასუხი ჩასაწერი. თითქმის ყველა გამოკითხული მშობლის პასუხი იყო განსხვავებული. მაქსიმალური დრო დასახელდა 2 საათი, მინიმალური კი ნახევარი
საათი. ჩემი
მხრიდან შეთავაზებული წიგნიერების დონის ასამაღლებელი აქტივობები მშობლებისთვის მისაღები
აღმოჩნდა. მშობლების 95% მოწონს ჩემს მიერ შეთავაზებული აქტივობები. 5%-მა კი თავი შეიკავა
პასუხის გაცემისგან.
33
თამარ ნიკოლაძე
· · ·
4.4 ძირითადი მიგნებები
მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:
·
წიგნიერების მიმართ მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია;
·
კითხვის საათზე მასწავლებლის მხრიდან მრავალფეროვანი რესურსების ნაკლებად გამოყენება:
·
დამრიგებლის ნაკლები
ჩართულობა წიგნიერების დონის ასამაღლებელ აქტივობებში.
34
![]()
5.1 ინტერვენცის აღწერა
კვლევის
პროცესში მიღებული ინფორმაციის და მონაცემების ანალიზის
საფუძველზე, შევიმუშავე სავარაუდო
ინტერვენციები:
ü მასწავლებლის მხრიდან საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის
G-Pried-ის მასალების
დამუშავება და მრავალფეროვანი რესურსისა და აქტივობის
შეტანა ჯგუფში (კერძოდ ვიხელმძღვანელებ სქემებით)
ü მშობლებთან ერთად კითხვის საათის ჩატარება;
ü წაკითხული წიგნების მიხედვით
ინსცენირება(როლური თამაშები),
ü სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშების
ჩატარება; (ლექსიკურ ერთეულებზე)
ü გასვლითი ღონისძიებები ბიბლიოთეკაში, ბუნებაში;(წიგნის კითხვა)
35
თამარ ნიკოლაძე
· · ·
5.2 ინტერვენციების შედეგების შეფასება
ინტერვენციების შედეგების შეფასება განვახორციელე დიაგნოსტირების ეტაპისთვის განკუთვნილი, მსგავსი ტიპის ტექსტებით, როგორც პრე–ტესტის შემთხვევაში. აქვე ავღნიშნავ , რომ შედეგები
შეიცვალა ნაწილობრივ.
პოსტ–აქტივობების შედეგები
შემდეგია. მოსწავლეებმა ამჯერად წაიკითხეს ლელა ქისტაურის ,,ბაბუაწვერა“ ,7 მოსწავლიდან მხატვრული ტექსტი 30წთ– ში წაიკითხა და გაანალიზა
5-მა მოსწავლემ, წაიკითხა და გაანალიზა
30წთ–
ზე ნაკლებ დროში 1–მა მოსწავლემ
და 30წთ–ზე მეტი დრო მოანდომა მა–მა მოსწავლემ.
საინფორმაციო ტექსტის ლელა ცუცქირიძისა და ლელა ქისტაურის
,,ნაძვი“ გაანალიზებისთვის გამოყოფილი დრო (35წთ) საკმარისი აღმოჩნდა 3 მოსწავლისთვის, დროზე ადრე დაასრულა 2–მა მოსწავლემ და დროს გადააჭარბა 2-მა მოსწავლემ.
კითხვის
ტემპის შესამოწმებლად ამჯერად ავირჩიე მცირე ზომის ტექსტი
,,კუ და მორიელი“. კითხვის ტემპის საუკეთესო
შედეგი იყო 76 წამი. მაქსიმალური დრო რომელიც დასჭირდა
შეთავაზებული ტექსტის წასაკითხად –200წმ. ყველაზე ხშირად განმეორებადი შედეგი 100წმ–ია.
ლექსიკური მარაგის შესამოწმებელი მაქსიმალური მიღებული ქულა იყო
11(11–დან), მინიმალური 5, საშუალო ქულა 8.
5.3 პროგრესის მონიტორინგი:
·
გაუმჯობესდა თუ არა მოტივაცია?
·
მათთვის სახალისოა
თუ არა წიგნის კითხვა?
·
ცდილობენ თუ არა თვითონვე
გაუჩნდეთ სურვილი წიგნირეების ასამაღლებლად?
·
რომელი აქტივობა
მოეწონათ და რატომ?
ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად დამეხმარა
მოსწავლეების უკუკავშირი, რომელსაც ყოველი აქტივობის ბოლოს აკეთებდნენ.
მოსწავლეების უმრავალესობის აზრით მათი მოტივაცია ნაწილობრივ
აამაღლა განხორციელებულმა ინტერვენციებმა, განსაკუთრებით მოეწონათ განსხვავებულ გარემოში წიგნის კითხვა. მათთვის უფრო სახალისო
გახდა სხვადასხვა რესურსებით
გამრავალფეროვნებული კითხვის საათი.
36
თამარ ნიკოლაძე
· · ·
5.4 შეჯამება
პრე–ტესტებში მიღებული შედეგები არის განსხვავებული პოსტ– ტესტებისაგან. მათ შორის არსებული სხვაობა გახლავთ სტატისტიკურად უმნიშვნელო. სხვაობა უფრო შეიმჩნევა ლექსიკის
პრე და პოსტ ტესტებს შორის. პოსტ ტესტების შედეგები უკეთესია, მაგრამ ეს არ იძლევა იმის საბაბს, რომ ვთქვათ შედეგი მიღწეულია. ინტერვენციები კარგად იყო დაგეგმილი, მაგრამ საჭიროა ამ ინტერვენციებით გაგრძელდეს მუშაობა. მშობლების ნაწილი ვერ ახერხებდა
დასწრებოდა კითხვის საათს და წაეკითხა
ჩვენთან ერთად, რაც მათ შვილებზე ნაწილობრივ
უარყოფითად აისახა. მშობელთა ჩართულობა ამ პროცესებში უფრო მეტად არის საჭირო. ვფიქრობ, წაკითხულის გააზრება მაინც პრობლემად რჩება.
თავი VI. რეკომენდაციები და კვლევის ნაკლოვანებები
6.1 რეკომენდაციები
ü მშობლისა და მასწავლებლის ჩართულობა წიგნიერების დონის ამაღლებაში;
ü მასწავლებლის მიერ თვალსაჩინოების ხშირი და მიზნობრივი გამოყენება სწავლების პროცესში;
ü მოსწავლეების შინაგანი და გარეგანი მოტივაციის ამაღლება მრავალფეროვანი აქტივობებით;
ü წახალისების ფორმების შემუშავება;
ü მასწავლებლის მიერ დროული უკუკავშირის მიცემა;
ü პროექტებით სწავლება, სხვადასხვა
სასკოლო თუ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის მიღება;
ü მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება კითხვის საათის დაგეგმვისას;
ü წაკითხული მასალის მიხედვით
კომიქსებისა და დიდი წიგნების დამზადება.
37
თამარ ნიკოლაძე
· · ·
6.2 ნაკლოვანებები
წიგნიერების დონის ამაღლება წარმოადგენს აქტუალურ თემას. მრავალი კვლევა ჩატადა აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით. ჩემს მიერ
განხორციელებული კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ აღნიშნული პრობლემა
კვლავ რჩება. განხორციელებულმა ინტერვენციებმა დადებითი
და არა საკმარისი შედეგი მომიტანა
კვლევაში დასმული პრობლემის
გადაჭრის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ უფრო მეტი მეთოდების გამოყენება
კიდევ უფრო წაადგებოდა კვლევის წარმართვას და სარწმუნოს გახდიდა
შედეგებს. ასევე მიმაჩნია, რომ მეტი ბენეფიციარის ჩართვაც დადებითად აისახებოდა
შედეგებზე. თუმცა ეს ყველაფერი
უფრო მეტ დროსა და რესურსებთან იყო დაკავშირებული. მომავალში კვლევის
დაგეგმვისას აუცილებლად გავითვალისწინებ ამ პუნქტში ჩამოთვლილ
კომპონენტებს
ჩატარებული პრაქტიკული კვლევის
საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აქტივობებმა აამაღლა მოსწავლეთა მოტივაცია, გაზარდა მათი ინტერესი
მხატვრული ლიტერატურის მიმართ და გახდნენ
უფრო თავდაჯერებულნი.
Ø სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სასკოლო ბიბლიოთეკაში შეეძლებათ
თავისი ინტერესის შესაბამისად შეარჩიონ წიგნები;
Ø მოსწავლეებს გაუჩნდათ წიგნის კითხვისადმი პოზიტიური დამოკიდებულება, განუვითარდათ
სოციალური და თანამშრომლობითი უნარ–ჩვევები, ნაწილობრივ
გაიზარდა მათი წიგნიერების დონე, აუმარლდათ თვითშეფასება;
Ø მშობლები უფრო მეტად დაინტერესდნენ , შთააგონონ მათ შვილებს წიგნის მნიშვნელობა და მათთან ერთად იკითხონ
ან გაიზიარონ წაკითხული წიგნის მიხედვით შვილების გამოთქმული აზრები;
Ø
მშობელი უფრო პოზიტიურ ურთიერთობებს ამყარებს თავისი შვილის მასწავლებელთან, უფრო სრულყოფილად ფლობს ინფორმაციას ბავშვის
მდგომარეობის შესახებ და
დროულად იღებს ზომებს მისი პრობლემის
მოსაგვარებლად;
Ø მოსწავლეებს აქვთ უკეთესი შედეგები და საკუთარი
თავის შესაძლებლობების რწმენაც მეტი აქვთ;
Ø
სკოლას მეტი მხარდაჭერა აქვს მშობლისგან, იზრდება სკოლის იმიჯი საზოგადოებაში;
Ø
მოსწავეებს აუმაღლდათ
მოტივაცია;
38
თამარ ნიკოლაძე
· · ·
Ø წაკითხული ნაწარმოებების შთაბეჭდილებების მიხედვით მოსწავლეებმა შეასრულეს
ნახატები, კომიქსები.
გამოყენებული ლიტერატურა ლიტერატურის მატრიცა:
|
ავტორი |
წელი |
კვლევაში განხილული ცვლილებები, ის რაც იცვლება კვლევის შედეგად. |
|
PIRLSორგანიზაცია |
2006– 2016წლის კვლევა |
წიგნიერების დონის
ამაღლება. |
|
პ. პაპავა თ. ჭანტურია ,,წიგნიერება“ |
2012წ |
როგორ ავამაღლოთ წიგნიერების დონე სხვადასახვა მეთოდებით. |
|
დაწყებითი კლასის მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევი |
2010წ |
როგორ ავამაღლოთ წიგნიერების დონე სხვადასახვა მეთოდებით. |
|
ე.ს.გ. |
2011– 2016წ |
მიზნის განსაზღვრა |
|
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი |
2016 |
პრაქტიკის კვლევის
დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება |
39
თამარ ნიკოლაძე
· · ·
|
საქართველოს დაწყებითი |
2015 |
კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I-VI კლასები |
|
განათლების პროექტის G-Pried- |
|
|
|
ის მასალები |
|
|
|
საქართველოს |
|
მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა |
|
განათლებისა და |
სწავლება |
|
|
კულტურის |
|
|
|
სამინისტრო |
|
Ø მოსწავლეები
გაწევრიანდნენ ბიბლიოთეკაში და რეგულარულად დაიწყეს
წიგნების გამოტანა და წაკითხვა;
Ø
წაკითხული მასალის მიხედვით გათამაშდა
როლური თამაშები.
https://edu.aris.ge/news/saqartveloshi-wignierebis-saertashoriso-kvleva-pirls-2016- mimdinareobs-rogoria-molodinebi.html
https://edu.aris.ge/news/ratom-aris-wignierebis-done-saqartvelosi-sasualoze-dabali.html http://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade3/ferebi.pdf http://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade3/nazvi.pdf http://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade3/focxveri.pdf http://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade3/babaucvera.pdf
40
თამარ ნიკოლაძე
· · ·
დანართი 1.
1. საჭიროა თუ არა კარგი და კომფორტული გარემო წიგნის კითხვისათვის და აქვს თუ არა სკოლას შესაძლებლობა ასეთი გარემო შეუქმნას
მოსწავლეებს?
2.არის თუ არა კლასის საათი საკმარისი წიგნიერების ასამაღლებლად?
3.თქვენი აზრით განაპირობებს თუ არა ,,კითხვის საათის“ ნაკლებობა მოსწავლეებში წიგნიერების დაბალ დონეს?
რამდენად და რა ფორმით ახერხებთ
მოსწავლეების დაინტერესებას წიგნებით?
4. ხომ არ ხდება ისე რომ დამრიგებელი ნაკლებად
თვლის თავს ვალდებულად წვლილი შეიტანოს ამ საკითხის
მოგვარებაში?
5. როგორია თქვენი რეკომენდაცია, რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა/დამრიგებელმა იმისათვის, რომ წიგნის კითხვა მოსწავლისათვის გახდეს სახალისო და საინტერესო.
6.რამდენად ხშირად ახდენთ და რა ფორმით ახერხებთ მოსწავლეების დაინტერესებას წიგნებით?
7. როგორ ფიქრობთ როგორ გავზარდოთ წიგნის კითხვის მოთხოვნილების მოტივაცია?
დანართი 2.
კითხვარი მეორე და მესამე კლასის მოსწავლეების მშობლებისათვის.
მოგესალმებით!
სსიპ ქ.თბილისის №202 სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი თამარ ნიკოლაძე ვატარებ
პრაქტიკულ კვლევას თემაზე-„
როგორ გავზარდოთ დამრიგებლის როლი წიგნიერების დონის ასამაღლებლად დაწყებითი
კლასის მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებში“. თქვენი, როგორც მშობლების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელლოვანია კვლევის წარმართვისათვის თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო
კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.
1. რა სახის წიგნები მოსწონს თქვენს შვილს?
41
დიახ არა
2. ურჩევთ თუ არა თქვენს შვილს კლასგარეშე საკითხავ
მასალას?(დიახ პასუხის შემთხვევაში გაეცით პასუხი მესამე კითხვას, არა პასუხის შემთხვევაში გაეცით პასუხი მეოთხე კითხვას)
3. ეკითხებით
თუ არა აზრს კომპეტენტურ პირებს, რათა შეარჩიოთ ასაკის შესაბამისი ლიტერატურა?
4. დამოუკიდებლად შერჩეულ წიგნს მეტი ინტერესით
კითხულობს თუ არა ?
5. დაახლოებით რამდენ წუთს/ საათს კითხულობს დღეში?
![]()
6. წაკითხვის შემდეგ ეკითხებით
თუ არა რა წაიკითხა?
7. რა ქმედებას მიმართავთ
მაშინ როდესაც თქვენ შვილს არ სურს წიგნის წაკითხვა?
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
8. რას გვთავაზობთ წიგნიერების დონის ასამაღლებლად? (შეგიძლიათ
შემოხაზოთ რამოდენიმე პასუხი)
42
თამარ ნიკოლაძე
· · ·
·
შევარჩიოთ მათთვის საინტერესო წიგნები
·
ხშირად ვატაროთ ბავშვები ბიბლიოთეკაში
·
კითხვის საათი მშობლებთან ერთად
·
წაკითხული წიგნის მიხედვით როლური თამაში
·
წაკითხული წიგნის განხილვა/ გაანალიზება სხვადასხვა სქემებით
·
წიგნის ფინალის მისეული ინტერპრეტაცია/გაგრძელება
·
და სხვა––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მადლობა მონაწილეობისათვის!
დანართი 3.
კითხვარი მეორე კლასის მოსწავლეებისათვის.
სსიპ ქ.თბილისის №202
საჯარო დაწყებითი კლასის პედაგოგი თამარ ნიკოლაძე ვატარებ
პრაქტიკულ კვლევას თემაზე „როგორ გავზარდოთ
დამრიგებლის როლი წიგნიერების
დონის ასამაღლებლად დაწყებითი
კლასის მხედველობის დარღვევის
მქონე მოსწავლეებში“. თქვენი ,როგორც მოსწავლეების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის
წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული
ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა
და გვარის მითითება.
ჩემო პატარებო გვჭირდება
თქვენი დახმარება. გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ
კითხვები და გვიპასუხოთ.
1. როგორი წიგნები
უფრო მოგწონს?
ა.დაუსურათებელი ბ. დასურათებული გ. ხმოვანი წიგნები დ. 3d წიგნები
43
4. უყვები თუ არა შენს მშობლებს
ან მეგობრებს წაკითხული
წიგნის შესახებ? დიახ
5. წიგნის კითვას შენი სურვილით იწყებ თუ მშობელი გახსენებს რომ კითხვის დაწყების დროა?
![]()
8.რომელი
წიგნები გაიტერესებთ?
ზღაპრები სათავგადასავლო ისტორიული
საბავშვო ენციკლოპედიები მადლობა მონაწილეობისათვის!
44
თამარ ნიკოლაძე
· · ·
დანართი 4.
1. გიორგი ბეჯითი მოსწავლეა. ბეჯითი აქ ნიშნავს:
ა)კეთილს ბ)უსაქმურს გ)შრომისმოყვარეს
2. ფანჯრიდან იმზირება გახარებული
მარი. იმზირება ნიშნავს, რომ:
3. ნინომ საჩუქრად კომპიუტერი მოიღო და –––––––გადახედა სტუმრებს.
ა)გულმოსულად ბ)თავმომწონედ გ)ნაღვლიანად
4. ანი ადვილად მიხვდა პასუხს, რადგან გონიერი გოგონა ოყო. რას ნიშნავს გონირი?
ა)გონებაგაფანტულს ბ) მამაცს გ)ჭკვიანს
5.ლექსოსო
ერიდებოდა თავის ჯილდოებზე
ლაპარაკი. მორცხვი და ––––––ბიჭუნა იყო.
ა) ბოღმიანი ბ) გაგულისებული გ) თავმდაბალი
6) მთელი დღის საგზალი მოიმარაგა და ჩანტაში ჩაიწყო. რას ნიშნავს საგზალი?
ა)სასკოლო ნივთებს ბ) საჭმელს გ) ფულს
7)გიორგის შეჭამანდი
არ მოეწინა და გაბრაზებულმა გასწია თეფში. რას ნისნავს შეჭამანდი?
8. არადმწვანე მცენარეა:
9. თოვლი, წვიმა, სეტყვა არის ბუნებრივი
–––––––––––
45
თამარ ნიკოლაძე
· · ·
10. ფიჭვი –––––––
მცენარეა:
ა)კვირტოვანი ბ)ფოთლოვანი გ)წიწვოვანი
11. შეშინებულ კურდღელს მგელი შმოეყარა. შემოეყარა
ნიშნავს, რომ:
ა) დაემალა ბ) დაემუქრა გ) შეხვდა
46
თამარ ნიკოლაძე
· · ·
კვლევის რეფლექსია
სსიპ ქ.თბილისის №202 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელმა თამარ ნიკოლაძემ ჩავატარე
პრაქტიკის კვლევა თემაზე: ,,როგორ გავზარდოთ დამრიგებლის
როლი წიგნიერების დონის ასამაღლებლად დაწყებითი კლასის მხედველობის
დარღვევის მქონე მოსწავლეებში”.
კვლევის მიზანი იყო წიგნირების დაბალი დონის შეფასება, წიგნის კითხვის დაბალი მოტივაციის მიზეზების დადგენა, არსებული პრობლემების გაანალიზება და გამოსწორების გზების დასახვა.
კვლევა გრძელდებოდა 2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით. კვლევის წარმართვისათვის გამოვიყენე
როგორც თვისობრივი ასევე რაოდენობრივი მეთოდები. მოსწავლეებისთვის და
მშობლებისთვის საინტერესო აღმოჩნდა თანამშრომლობით აქტივობებში მონაწილეობა. ისინი დიდი ინტერესით
ეკიდებოდნენ კითხვარის შევსებას და კვლევის პროცესში
მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი.
კვლევის შედეგების
გაზიარება კოლეგებისთვის შედგა 4 ივნისს, დაწყებით
კათედრაზე. შეხვედრას
ესწრებოდნენ სკოლის დაწყებითი
კლასის პედაგოგები და სხვადასხვა კლასების
დამრიგებლები,სკოლის ფილოლოგები და ტიფლოპედაგოგი. ვისაუბრე კვლევის
ყველა პუნქტის შესახებ. კოლეგების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია
განხორციელებულმა ინტერვენციებმა.
დაწყებითი კათედრის წარმომადგენელმა აღნიშნა,რომ კვლევის თემა
აქტუალური და პრობლემატურია,იმისათვის რომ
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შევაყვაროთ კითხვა,კვლევაში
აღწერილი ინტერვენციების სისტემატიური განხორციელება აუცილებლად გაზრდის მოსწავლეებში მოტივაციის ხარისხს და შედეგად
ბავშვებს
კითხვისადმი დამოკიდებულება დადებითად შეეცვლებათ.
ფილოლოგებმა
გამოთქვეს მოსაზრება,რომ კარგი იქნება თუ ზედა კლასებშიც განახორციელებენ ზემოთ მოყვანილ ინტერვენციებს,რადგან წიგნიერების დაბალი დონე
პრობლემას წარმოადგენს არამხოლოდ
დაწყებით კლასებში,არამედ მაღალ
კლასებშიც,აღნიშნული
პრობლემის მოგვარებისთვის ,დამრიგებელთან
ერთად მნიშვნელოვანი იქნება
საგნის მასწავლებლის,კერძოდ ფილოლოგის
ჩართულობაც
,მათი აზრით კარგ შედეგს
გამოიღებს ასევე ერთობლივად დაგეგმილი აქტივობებიც.
ტიფლოპედაგოგმა აღნიშნა,რომ კვლევაში
განხილული საკითხები თანმიმდევრულად და სტრუქტურულად არის დაწყობილი,ხოლო
საკვლევი თემა თავისი მნიშვნელობის მხრივ,სწორად
არის შერჩეული,მან გამოთქვა მოსაზრება,რომ კარგი იქნება
თუ დამრიგებელთან და ფილოლოგებთან ერთად თვითონაც მიიღებს
47
თამარ ნიკოლაძე
· · ·
აქტიურ
მონაწილეობას მოსწავლეებში წიგნიერების დონის
ამაღლებაში,ითანამშრომლებს ასევე მშობლებთანაც.
კოლეგებს საშუალება
ჰქონდათ დაესვათ კითხვები და დაეზუსტებინათ საკითხები. საბოლოოდ უკუკავშირმა და შეხვედრებზე გამართულმა დისკუსიამ გარკვეული
საკითხების ირგვლივ კიდევ უფრო სხვა კუთხით დამანახა
საკვლევი საკითხი.
კოლეგებმა აღნიშნეს, რომ ჩემი
კვლევის ინტერვენციებში ჩაშლილი აქტივობებიდან რამდენიმე ჰქონდათ შესრულებული, მაგრამ საბოლოოდ მიღებული შედეგებით არ იყვნენ კმაყოფილნი. მათი აზრით აღნიშნული თემა უფრო სიღრმისეულ და ფართომასშტაბიან კვლევას მოითხოვს. მომავალში
კვლევის განხორციელებისას გავითვალისწინებ კოლეგების
მოსაზრებებს.
HTTP://KARGISKOLA.GE/TEACHERINTRO/TEACHER-MOSWAVLIS-AUDIOWIGNEBI.PHP HTTP://KARGISKOLA.GE/TEACHERINTRO/TEACHER-WIGNIS-KLUBI.PHP HTTP://KARGISKOLA.GE/TEACHERINTRO/TEACHER-KITXVIS-DA-MATEMATIKIS-PLAKATEBI.PHP HTTP://KARGISKOLA.GE/TEACHERS/POSTERS/READER_POSTERS/1.PDF HTTP://WWW.KARGISKOLA.GE/TEACHERS/CIGNEBI/READERS_GRADE2/CHURCHXELEBI.PDF HTTP://WWW.KARGISKOLA.GE/TEACHERS/CIGNEBI/READERS_GRADE2/PINGVINIS_MACIVARI.PDF HTTP://WWW.KARGISKOLA.GE/TEACHERS/CIGNEBI/READERS_GRADE2/GABUTULI.PDF
HTTP://WWW.KARGISKOLA.GE/TEACHERS/CIGNEBI/READERS_GRADE2/ROGOR%20GACHNDA%20SHAVI%20ARAGVI.PD
FS
48


Комментарии: 0:
Отправить комментарий
Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]
<< Главная страница