вторник, 26 марта 2019 г.



სამოდელო გაკვეთილის გეგმა


მასწავლებელი :თამარ ნიკოლაძე
გაკვეთილის თემა:
ჩვენ და ბუნება
გაკვეთილის სათაური:
დავიცვათ გარემო
მოსწავლეთა საფეხური:
II კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:
7
ამათგან 5 მცირემხედველი, 2 უსინათლო.
სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა
კლასში არ არის სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეებმა უნდა შეძლონ გარემოს დანაგვიანების შედეგად შექმნილი საფრთხეების დასახელება;
გარემოსადმი საკუთარი დამიკიდებულების გამოხატვა;
სხეულებისა და მოვლენების ამოცნობა/აღწერა და დახარისხება ილუსტრაციებსა და რეალობაში;
კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენება;
ჯამნრთელობისთვის სუფთა გარემოს აუცილებლობაზე მსჯელობა;
ნარჩენების მეორადი გამოყენების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და მსჯელობა.
კავშირი ესგ-ის სტანდარტის შეეგთან:
ბუნ.II.1. მოსწავლემ უნდა  შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ბუნ.II.3.მოსწავლემ უნდა შეძლოს ორგანიზმებისათვის  გარემოს მნიშვნელობაზე მსჯელობა.
ბუნ.II.5.მოსწავლემ უნდა შეძლოს სხეულის და მისი შემადგენელი ნივთიერების/მასალის თვისებების დაკავშირება ამ სხეულის დანიშნულებასთან.
ბუნ.II.7.მოსწავლემ უნდა შეძლოს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებული ბუნებრივი რესურსების დასახელება და მათ მნიშვნელობაზე მსჯელობა.
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
ამოიცნობს,აღწერს და ახარისხებს სხეულებს ან/და მოვლენებს ილისტრაციაზე ან რეალობაში;
ადგენს კვების საკუთარ რაციონში შემავალი პროდუქტების სიას და გამოყოფს ადამიანისთვის აუცილებელ საკვებ პროდუქტთა ჯგუფებს(მაგ.,ბოსტნეული,ხილი,მარცვლეული,რძის პროდუქტები)
მსჯელობს გარემოს მნიშვნელობაზე მისი ჯანმრთელობისათვის (მაგ.,განიავებული საკლასო ოთახი,სუფთა საცხოვრებელი);
მოიპოვებს ინფორმციას და მსჯელობს,თუ როგორ შეიძლება საყოფაცხოვრებო ნარჩენების მეორადი გამოყენება(მაგ.,პლასტიკატის ბოთლებისგან ყვავილის ქოთნების დამზადება,მეტალის ნარჩენების ჯართად ჩაბარება,ქაღალდის-მაკულატურად);
მსჯელობს,რა შედეგი შეიძლება გამოიწვიოს მდინარის /ტყის საყოფაცხოვრებო და სხვა ტიპის ნარჩენებით დაბინძურებამ.
საჭირო მასალა:
დიდი ფორმატის ფურცლები,ფერადი ფანქრები ან ფლომასტერები, დოკუმენტური ფილმი დაბინძურებული გარემოს თემატიკაზე.



აქტივობა

აქტივობის დრო
აქტივობა 1: საკლასო დისკუსია.
მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს დოკუმენტური ფილმის ჩვენებით,რომელშიც ასახულიადაბინძურებული გარემო და ადამიანთა ქმედების სავალალო შედეგები.მასწავლებელი დისკუსიას წარმართავს შემდეგ საკითხებზე:
-თქვენი აზრით,რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ადამიანებისთვის?
--თქვენი აზრით,რა ზიანი მოაქვს გარემოს დანაგვიანებას ცხოველებისთვის?

აქტივობა 2: სახელმძღვანელოზე მუშაობა .

სახელმძღვანელოში მოცემულია ოთხი სურათი :როგორ იქექება ცხოველი ნაგავში, ქალაქში უადგილოდ დაყრილ ნაგავში ბავშვი თამაშობს ,ჰაერის დაბინძურება  და საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული წყალი.
სურათებს ახლავს კითხვა: ვის(რას)ელის საფრთხე ამ გარემოში?
მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა იფიქრონ ,გამოთქვან ვარაუდი ამა თუ იმ სურათის შესახებ. შემდეგ,სურვილისამებრ რამდენიმე მოსწავლე მორიგეობით აღწერს დანაგვიანების სახეებს და იმ საფრთხეებს,რომლებიც ადამიანება და ცხოველებს ემუქრებთ.
  მასწავლებლის დამატებითი კითხვა:
-შიძლება თუ არა დაზიანდეს ცხოველი ნაგავში საკვების ძებნის დროს?როგორ?(ჭრილობა მიიღოს თუნუქის კოლიფზე ან გატეხილ მინაზე,გაყლაპოს პოლიეთილენის ნაგლეჯი,მოიწამლოს,დაავადდეს და სხვა.)
 აქტივობა 3: დისკუსია.
საუბრის შემდეგ მასწავლებელი სადისკუსიო კითხვებით მიმართავს კლასს:
-როგორ გგონიათ,ვიასი მოქმედების შედეგად ბინძურდება გარემო?
-როგორ ფიქრობთ,არის თუ არა შესაძლებელი თავიდან ავიცილოთ ჰაერის,წყლისა და საერთოდ,გარემოს დანაგვიანება?
-არის თუ არა გარემოს დანაგვიანება საყოველთაო პრობლემა?
-პირადად შენ რა შეგიძლია გააკეთო ამის თავიდან ასაცილებლად?
-როგორ გგონია,არის თუ არა გარემოს დაცვა შენი მოვალეობა?
 აქტივობა 4: მუშაობა ჯგუფებში

მას მერე,რაც მოსწავლეთათვის ნათელი გახდა,რომ გარემოს დანაგვიანებას დიდი ზიანი ცოცხალი სამყაროსათვის,თავისთავად ჩნდება კითხვა:
-როგორ დავიცვათ გარემო დანაგვიანებისგან?
 მასწავლებელი განმარტავს,რომ დაცვის ერთ-ერთი ხერხია ადამიანებისთვის ინფორმაციის მიწოდება გამაფრთხილებელი პლაკატების შექმნითა და თვალსაჩინო ადგილებში გამოფენით; ერთი ასეთი პლაკატი ნიმუშია სახელმძღვანელოს მე-2 გვერდზე.
 მასწავლებელი კლასს ყოფს  2 ჯგუფად და თხოვს, მოიფიქრონ და შექმნან პლაკატები დანაგვიანების საწინააღმდეგოდ.
 I ჯგუფი ქმნის პლაკატებს  სკოლის ეზოში სისუფთავის დასაცავად;
II ჯგუფი- პლაკატებს საკლასო ოთახში სისუფთავის დასაცავად.
სამუშაოს დასრულების შემდეგ პლაკატების პრეზენტაცია მოეწყობა და საკლასო პლაკატები ოთახში(იგულისხმება მთელი წლით)გამოიფინება.
აქტივობა 5:გაკვეთილის შეჯამება

მასწავლებელი მოკლედ აჯამებს გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას და მოსწავლეებს სთხოვს, ყურადღებით გაეცნონ გაკვეთილში მოცემულ რუბრიკას „დაიმახსოვრე“( თუ გაკვეთილზე ამის დრო არ დარჩა შინ წაიკითხონ).

აქტივობა 6: საშინაო დავალება
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შინ მოიძიონ ინფორმაცია (ჰკითხონ უფროსებს,მეზობლებს,მშობლებს) ზოგოერთი საყოფაცხოვრებო ნარჩენის გადამუშავებოს შესახებ (მაკულატურა,მეტალის ნარჩენები,ჯართად ჩაბარება, მინისა და პლასტმასის ჭურჭელი) და შემდეგი გაკვეთილისათვის გააკეთონ პრეზენტაცია.
 მასწავლებლის ალტერნატიული (ან დამატებითი) აქტივობები:
მასწავლებელი შეახსენებს ბავშვებს,რომ ბუნებაში ყოფნის დროს მათ სხვადასხვა სასიამოვნო სუნი შეიგრძნეს. ახლა კი,გაიხსენონ როგორი სუნი ტრიალებს იქ, სადაც ნაგავია დაყრილი.
მასწავლებელი კედელზე, ერთმანეთისგან დაშორებით, აკრავს სუფთა და დანაგვიანებული გარემოს ამსახველ სურათებს და მოსწავლეებს სთავაზობს თამაშს:
მოსწავლეებმა მორიგეობთ უნდა ჩაუარონ სურათს და აღწერონ, როგორ შეგრძნებებს განიცდიან ამ ორ განსხვავებულ გარემოში.

10-16 წთ.








8-10 წთ.










3-5 წთ.







8-10 წთ.














1-2 წთ.









შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალო
საშუალოზე მაღალი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
დაბალი
მონდომება
ყოველთვის მონდომებულია
ხშირად მონდომებულია
იშვიათდ არის მონდომებული
ცდილობს,იყოს მონდომებული
არ არის მონდომებული
სისტემურად შესრულება
დავალებებს ყოველთვის სათანადოდ ასრულებს
დავალებებს ასრულებს,უმეტესწილად შეესაბამება მასწავლებლის მოთხოვნებს
დავალებებს ასრულებს ხშირად:ხან უგულისყუროდ,ნაწილობრივად,,ხან სრულად, მასწავლებლის მოთხოვნის შესაბამისად
იშვითად ასრულებს დავალებებს,უმეტესწილად ავიწყდება,თუ აკეთებს-უგულისყუროდაა გაკეთებული
ვერ ასრულებს დავალებებს
ორგანიზებულობა
დავალება კარგადაა ორგანიზებული
დავალება ორგანიზებულია,მაგრამ რთულად აღსამელი
დავალება ნაწილობრივ ორგანიზებულია
ცდილობს დავალების ორგანიზებას
დავალება არ არის სწორად


Комментарии: 0:

Отправить комментарий

Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]

<< Главная страница