სამოდელო -ინტეგრირებული გაკვეთილი. მე-2 კლასი.
ინტეგრირებული გაკვეთილი
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი :თამარ ნიკოლაძე
საგნები: | ქართული ენა მათემატიკა | |||||||
გაკვეთილის ტიპი: | ინტეგრირებული | |||||||
გაკვეთილის თემა მათემატიკაში: | ამოცანის ამოხსნა | |||||||
გაკვეთილის თემა ქართულ ენაში: | „უცნაური
პირობა“ ზ.ვახანია. | |||||||
კლასი | II | |||||||
მოსწავლეთა რაოდენობა : 7 ამათგან 2 უსინათლო და 5
მცირემხედველი. | მათ შორის სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა: 1 | |||||||
საგაკვეთილო დრო : | 40 წთ. | |||||||
გაკვეთილის მიზანი/სასწავლო შედეგი: | ||||||||
გაკვეთილის მიზანი მათემატიკაში:ტექსტის
გააზრება.ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი; ირჩევს შესაბამის მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები: მი მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები. მათ. II.5.მოსწავლეს შეუძლია რიცხვებისა და მათზე მოქმედებების
გამოყენება ამოცანების ამოხსნისას:
| მიზანი მათემატიკაში:ტექსტის გააზრება.ამოცანის პირობის მიხედვით განსაზღვრავს, თუ რა არის მოცემული და რა არის საძებნი; ირჩევს შესაბამის მოქმედებას, მისი შესრულების ხერხს სსსმ მოსწავლისათვის
ადაპტირებული ისგ-დან: მათ.II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა
და გამოკლების
გამოყენება მარტივი
მათემატიკური ამოცანების
ამოხსნისას. | |||||||
გაკვეთილის მიზანი ქართულ ენაში: ინფორმაციის/ტექსტის გააზრება,ანალიზი
შეფასება. ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები: მი მიმართულება:ზეპირმეტყველება ქართ.დაწყ.(I).2. მოსწავლემ უნდა შეძლოს
სტანდარტით
განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტები ქართ.დაწყ.(I).5. მოსწავლემ უნდა შეძლოს ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის
შესაბამისად.ს მოსმენა,
გაგება-გააზრება და გადმოცემა. მიმართულება: კითხვა ქართ.დაწყ.(I).10. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული
სხვადასხვა ტიპის ტექსტების მაორგანიზებელი ელემენტების, სტრუქტურული და კომპოზიციური
მახასიათებლების ამოცნობა. ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების
გამოყენება მიზნის შესაბამისად. მიმართულება:წერა ქართ.დაწყ.(I).14. მოსწავლემ
უნდა შეძლოს ნაცნობი
ლექსიკის, ენობრივ-სინტაქსური კონსტრუქციებისა და სტუქტურული ელემენტების ადეკვატურად
გამოყენება; კალიგრაფიისა და მართლწერის საბაზისო ნორმების დაცვა. | ||||||||
აქტივობა მთელი კლასისათვის | აქტივობის დრო | რესურსი | აქტივობა სსსმ მოსწავლისათვის | რესურსი
სსსმ მოსწავლისათვის | ||||
მასწავლებელი
მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს შეფასების ინსრუმენტებს: -
საშინაო დავალების გამოკითხვის შემდეგ, თქვენ მოგიწევთ იმუშაოთ ორ ჯგუფად
და აღადგინოთ ლექსის ტექსტი. -
შემდეგ კი გამოთქვათ ვარაუდები,თუ რაზე შეიძლება იყოს ჩვენი ახალი გაკვეთილი. -
თქვენ მოგიწევთ იმუშაოთ გონებრივი იერიშის რუკაზეც, რაც ძალიან
გაგახალისებთ. -
ბავშვებო,დღეს ჩვენ ძალიან უჩვეული გაკვეთილი
გვექნება.გაინტერესებთ რატომ? იმიტომ,რომ ქართულისა და მატემატიკის გაკვეთილები ერთმანეთს დაუმეგობრდება ,რათა დაგეხმარონ იმ თავსატეხის ამოხსნაში,რომელსაც
დღეს გაეცნობით . დიახ,დიახ არ მოგესმათ! დღევანდელი ქართულის გაკვეთილზე
შესასწავლი მოთხრობა თავსატეხია
, ანუ ამოცანაა ,რომელიც უნდა ამოხსნათ. ამისათვის კი მოგიწევთ
ამოცანის პირობიდან მონაცემების ამოკრება, მოკლე ჩანაწერის გაკეთება და შემდეგ-ამოხსნა. -
გაკვეთილის ბოლოს თქვენ შეფასდებით როგორც მათემატიკურ ნაწილში
აქტიურობისათვის ,ასევე- ქართული ენის გაკვეთილზე გაწეული შრომისთვის. -
შეფასდება თქვენი ჯგუფური მუშაობაც. A ფაზა. აქტივობა
1. საშინაო
დავალების გამოკითხვა: მერი ბოლქვაძის მოთხრობა- „მზე“. 1.
მცირემხედველი მოსწავლეები
წარმოადგენე თავიანთ დახატულ ნახატებს სახელწოდებით „მზე „ 2.
მოსწავლეები წარმოადგენენ
წერით საშინაო დავალებებს: „მოსწავლის
რვეული“:დავალება 5 : ჩეწერე
გამოტოვებული სიტყვები მე ვიმალები მე ველოდები შენ...... შენ...... ის.......... ის.......... 3.
ერთი მოსწავლე ტექსტს მოყვება
თავიდან ბოლომდე,შემდეგ კი მოსწავლეები გაინაწილებენ როლებს და ტექსტს გადმოსცემენ
როლებში(მთხრობელი,მზე,კვირტები,მდინარე,ენძელა და ყვავილები) I
პირში. მასწავლებელი დასძენს: -მზემ
ნამდვილი სასწაული მოახდინა! რატომ? (მზის სითბომ და სინათლემ ყველგან
შეაღწია და ბუნება გამოაცოცხლა) აქტივობა
2: მუშაობა ჯგუფებში(ნაკლული ტექსტის აღდგენა) მასწვლებელი
კლასს ყოფს ორ ჯგუფად.თითოეულს
ჩამოურიგებს ბარათებს დავალებით: შეავსეთ ნაწყვეტი ლექსიდან და შეურჩიერთ
სათაური: ბარათი N1 (I ჯგუფი) ირემმა ირემს ბალახი გაუწოდა, ირემმა
ირემს ნეტა რა უწოდა? (მეგობარი) ბარათი II (II ჯგუფი) წიწილამ წიწილას საკენკი დაუთმო, წიწილამ წიწილას ნეტა რა გაუთბო? (გული) -მაშ,როდის გვინდება ადამიანთან
დამეგობრება?(როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ) -რა ათბობს გულს?(სიკეთე) -მაინც რა არის სიკეთე?(მოსწავლეები
შეძლებისდაგვარად უპასუხებენ მასწავლებლის შეკითხვას. აქტივიბა 3:
წ უ თ შ ე ს ვ ე ნ ე ბ ა . საბავშვო სიმღერა „მე დავხატავ“ | 1წთ. 3წთ. 3 წთ. | ქართული ენის სახელმძღვანელო II ნაწილი. საშინაო დავალების რვეულები | აქტივობა:1 აქტივობა 1-ში სსსმ მოსწავლეც მიიღებს მონაწილეობას. აქტივობა 2:
საშინაო
დავალების
განხილვა. | ქართული ენის
სახელმძღვანელო II ნაწილი. საშინაო დავალების რვეული | ||||
B ფაზა. ცოდნის კონსტრუირება-შინაარსის რეალიზება. აქტივობა 4:ახალი მასალის ახსნისათვის
მზადება. -ბავშვებო,როგორც იცით,ქართულის სახელმძღვანელო
დაყოფილია თავებად (მოზრდილ ნაწილებად) .დღეს გადავდივართ ახალ თავზე,რომელიც
იწყება ქართული ანდაზით: „სიკეთე
მზის შუქს ჰგავს -ანათებს და ათბობს“. როგორ ფიქრობთ,ამ თავში შესული
გაკვეთილები რაზე იქნება? (სიკეთეზე,მეგობრობაზე) -როგორ ანათებს სიკეთე?( როგორც ბნელი
ღამის შემდეგ, მზის შუქი მთელს არე-მარეს მოეფინება, გავრცელდება და ირგვლიც
ყველაფერს გაათბობს, ასეთივე გადამდებია სიკეთეც. ) სანამ ახალ ტექსტს წაგიკითხავთ,მოდით
ცოტა შევისვენოთ და სიმღერით გავხალისდეთ აქტივობა
5: ტექსტის კითხვა - რისგან შედგება ამოცანა? (პირობისა და
კითხვისგან.) მაგრამ არსებობს ისეთი ამოცანებიც,რომელთაც
თავსატეხები ეწოდება და მათში კითხვა პირდაპირ არ არის გამოკვეთილი,თუმცა
იგულისხმება. თქვენ ახლა სწორეს ასეთ თავსატეხს მოისმენთ.და შეეცდებით მოიფიქროთ
და დასვათ კითხვა. მასწავლებელი ტექსტს-“უცნაური პირობა“- კითხულობს ორჯერ. გზადაგზა აიხსნება გაუგებარი
სიტყვები. მასწავლებელი
შემდეგ ტექსტს წააკითხებს
კითხვაში გაწაფულ მოსწავლეს და დასვამს
ამოკრებით კითხვებს, იმის დასადგენად,რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა ტექსტის
შინაარსი: -რა დაინახეს მეგობრებმა? -რა ეწერა დაფაზე? -როგორ მოიქცნენ ბავშვები? -რა მოჰყვა მათ საქციელს?(ბავშვები დარჩნენ
მშივრები) | 10 წთ. 15წთ. | ფურცელი, კალამი, ბრაილის დაფა, ფანქარი. | აქტივობა
3: სსსმ მოსწავლეს აქვს კითხვის ნელი ტემპი,ამიტომ
ამოცანის პირობას გააცნობენ ჯგუფის წევრები. | |||||
C გამთლიანება-რეფლექსია. აქტივობა 6: საანალიზო
კითხვები: -რა კითხვას დასვამდით?დასვით კითხვა და გაეცით
მას პასუხი. -როგორ ჯობდა
მოქცეულიყვნენ მეგობრები?(თითოეულს უნდა მოეწყვიტა მათი მეგობრების
რაოდენობის ვაშლები,სულ 5-5 ცალი და თითოეული შეჭამდა 5-5 ვაშლს) -როგორი ბავშვები ყოფილან?
არამეგობრულნი? თუ დაუკვირვებელნი?საიდან ჩანს? -როგორ ფიქრობთ,რატომ დაემართათ ეს შეცდომა
მეგობრებს? რომელ ანდაზას მოარგებდი
ტექსტს? 1.
მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო; 2.
ასჯერ გაზომე,ერთხელ გაჭერიო; 3.
ზარმაცისთვის ყოველი დღე უქმეაო. აქტივობა 7: საშინაო დავალების მიცემა: „მოსწ.რვეული“- გამოიცანი(გამოცანა)და ჩაწერე პასუხი: მიდის ველზე ,ტყეზე,მთაზე, ვიწროც არის ფართოც. არ მოძრაობს ,ისე მიდის მგზავრთანავ და მარტოც. (ავტ.შოთა ამირანაშვილი) შეჯამება :მოსწავლეები კითხვების საშუალებით შეაჯამებენ გაკვეთილს: როგორი იყო გაკვეთილი?
რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად? ვინ აქტიურობდა? შეფასება კომენტარებით. | 15 წთ 1წთ. | |||||||
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები | საშუალო | საშუალოზე
მაღალი | საშუალო | საშუალოზე
დაბალი | დაბალი |
მონდომება | ყოველთვის
მონდომებულია | ხშირად
მონდომებულია | იშვიათდ
არის მონდომებული | ცდილობს,იყოს
მონდომებული | არ
არის მონდომებული |
სისტემურად
შესრულება | დავალებებს
ყოველთვის სათანადოდ ასრულებს | დავალებებს
ასრულებს,უმეტესწილად შეესაბამება მასწავლებლის მოთხოვნებს | დავალებებს
ასრულებს ხშირად:ხან უგულისყუროდ,ნაწილობრივად,,ხან სრულად, მასწავლებლის
მოთხოვნის შესაბამისად | იშვითად
ასრულებს დავალებებს,უმეტესწილად ავიწყდება,თუ აკეთებს-უგულისყუროდაა გაკეთებული | ვერ ასრულებს
დავალებებს |
ორგანიზებულობა | დავალება
კარგადაა ორგანიზებული | დავალება
ორგანიზებულია,მაგრამ რთულად აღსამელი | დავალება
ნაწილობრივ ორგანიზებულია | ცდილობს
დავალების ორგანიზებას | დავალება
არ არის სწორად ორგანოზებული |
აქტივობა | დაბალი | საშუალოზე დაბალი | საშუალო | მაღალი |
ამოცანის პირობის გაგება-გააზრება | ვერ ახერხებს ამოცანის პირობის ამოკითხვას და გააზრებას. | ახერხებს პირობის ამოკითხვას, მაგრამ ვერ იაზრებს, რა უნდა გააკეთოს. | გამართულად ახერხებს პირობის ამოკითხვას და იაზრებს კიდეც, თუმცა შეცდომას უშვებს „-ით მეტის“-ს გაგებისას. | სრულყოფილად იგებს ამოცანის პირობას. |
ამოცანის ამოხსნა და პასუხის მიღება | ვერ ახერხებს ამოცანის ამოხსნას და პასუხის მიღებას. | მასწავლებლის დახმარებით ახერხებს გამოსახულების შედგენას და პასუხის მიღებას. | დამოუკიდებლად ახერხებს ამოცანის ამოხსნას, მაგრამ ვერ იღებს ზუსტ პასუხს. | უშეცდომოდ აკეთებს შესაბამის ჩანაწერს და იღებს სწორ პასუხს. |
საშინაო
დავალების შეფასების რუბრიკა



Комментарии: 0:
Отправить комментарий
Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]
<< Главная страница