вторник, 26 марта 2019 г.

გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში.მე-2 კლასი.


ადაპტირებული გაკვეთილის გეგმა


მასწავლებელი :თამარ ნიკოლაძე


საგანი
მათემატიკა

გაკვეთილის თემა
შეკრება ათეულის წარმოქმნით.

კლასი

II

მოსწავლეთა რაოდენობა :  9
მათ შორის სსსმ მოსწავლეთა რაოდენობა:
4

საგაკვეთილო დრო :

35-40 წთ.

გაკვეთილის მიზანი/სასწავლო შედეგი:
გაკვეთილის მიზანი:
100-ის ფარგალში ათეულის გავლით შეკრება.


ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:
მი    მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები.

რიგს.

მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: ყ სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს, ასაბუთებს ან ადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად, `რამდენით გაიზარდა, შემცირდა?~); ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს (მაგალითად, თანრიგების დაჯგუფება, მთლიანი ათეულით `გადახტომა); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას; ყ განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში; ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).

მა
9






    მათ.II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას.
მოკლევადიანი მიზანი:
20-ის ფარგალში გამოთვლების ჩატერების უნარჩვევების განვითარება.

აქტივობა მთელი კლასისათვის

აქტივობის დრო

რესურსი

აქტივობა სსსმ მოსწავლისათვის

აქტივობის დრო

რესურსი სსსმ მოსწავლისათვის
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს.
A ფაზა. გამოწვევა,მოლოდინის განსაზღვრა:
აქტივობა:1
მასწავლებელი კლასს:
-მოდით , ცოტა გავხალისდეთ.
მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს აძლევს ბარათს,რომლებზეც დაწერილია რიცხვი 10 და 20 (თითო ბარათზე თითო რიცხვი).მოსწავლეებმა ადგილიდან უნდა დაიძახონ თავისი რიცხვი და გაარკვიონ ვინ არის“ ათეული“და ვინ „ოცეული“.
ცალკე დაჯგუფდებიან „ათეულები“ და „ცალკე“- ოცეულები. შემდეგ მათ მასწავლებლის მითითებით მოუწევთ შევიდნენ ასეულის სახლში
 აქტივობა 2: საშინაო დავალების  ერთობლივი განხილვა.
-დავიწყოთ საშინაო დავალების განხილვა:
ათეულების დამატება და გამოკლება:
13+30            27+29
27-20             48+10
48-40             41-40
36+20             36+20
საშინაო დავალება სსსმ მოსწავლისათვის:
12+2    19+1
18-1     20-10
20+0     10+10

მოსწავლეები რიგრიგობით კითხულობენ დავალებას.
მასწავლებელი რიგებს შორის ჩამოვლით ამოწმებს დავალების სიზუსტეს.

6წთ.

ბარათები, რომელზეც დაწერილია მრგვალი ათეულები.


















საშინაო დავალების რვეულები
აქტივობა:1
აქტივობა 1-ში სსსმ მოსწავლეებიც მიიღებენ მონაწილეობას. მართალია, ისინი ვერ შეძლებენ რიცხვების წაკითხვასა და დასახელებას,მაგრამ ეს აქტივობა ხელს შეუწყობს თანატოლთა შორის თანამშრომლობის წახალისებას.

აქტივობა 2: საშინაო დავალების განხილვა.

I და II
მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით დათვლიან კუბიკებს და 2-ს მიაწოდებენ მასწავლებელს. 1-ს კი თანაკლასელს.

III  
სსსმ მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით , თოფრაკიდან ამოალაგებს ჯერ 2 ბურთულას,შემდეგ კი ერთ კუბიკს.

















2 წთ.

ბარათები მრგვალი ათეულებით.


















საშინაო დავალების ფურცლები
B ფაზა. ცოდნის კონსტრუირება-შინაარსის რეალიზება.


აქტივობა 3: ფრონტალური კითხვები:
Ø  დაასახელე 17-ის მომდევნო რიცხვი(სსსმ მოსწ.)
Ø  დაასახელეთ 49-ის მომდევნო რიცხვი
Ø  73-ის უახლოესი ათეული/ ოცეული.
Ø  დაასახელეთ 100-ზე 2-ით ნაკლები რიცხვი
Ø  დაასახელე 10-ზე 2-ით მეტი რიცხვი( IV სსსმ-ს)
Ø  დაასახელე 60-ზე 4-ით მეტი რიცხვი
Ø  გააორმაგეთ რიცხვები:10,30,25,50.
Ø  გაანახევრეთ რიცხვები:12,40,60,16,80,100
Ø  გაანახევრე 20 (IV სსსმ-ს)
Ø  27-ის მომდევნო კენტი რიცხვი.
Ø  1 სმ.სიგრძის მილი უფრო გრძელია თუ 1 მმ.სიგრძისა?( IV სსსმ-ს)
Ø  13მმ მეტია თუ 10სმ?რატომ?
Ø  მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს ურიგებს სხვადასხვა სიგრძის მუყაოს ნაჭერს და გაზომვის გარეშე თხოვს, ამოიცნონ: 2 დმ., 10სმ. ,5მმ.
7 მმ.-ეს 1 სმ.-მდე რამდენი მმ.-ი აკლია?
Ø  შეიძლება თუ არა შევადგინოთ 15 ლარი ფულის სამი ბანკნოტით?50 ლარი?20 ლარი?
ჯგუფური სამუშაო(შეჯიბრი):
1.     სახუმარო ამოცანა
ჯგუფებმა სულ უნდა დააგროვონ 3-3 ქულა
Ø  ლოკოკინა მიცოცავს კედელზე ქვემოდან ზემოთ. კედელზე მან ჯერ გაიარა 3 დეციმეტრის სიგრძის მანძილი,შემდეგ კი უკან დაბრუნდა 10სმ.-ით.რა მანძილი აშორებს ლოკოკინას იატაკიდან?( პასუხია 20სმ. ან 2 დმ.ჯგუფის ხელმძღვანელებმა ერთმანეთს უნდა მოასწრონ სწორი  პასუხის დაფაზე ჩაწერა მათემატიკური გამოსახულების სახით(3დმ-10სმ=30სმ-10სმ=20სმ).გაიმარჯვებს ის,ვინც პირველი დააფიქსირებს პასუხს დაფაზე).სწორად შესრულებული დავალება ჯგუფს მოუპოვებს 1 ქულას.

2.     თამაში:“ფულის დახურდავება“
ჯგუფებს ურიგდებათ ქაღალდის ბანკნოტები. I ჯგუფის ერთ-ერთი წევრი II ჯგუფს  მიაწვდის ნებისმიერ მონეტას და სთხოვს დაუხურდაოს. დახურდავებულ თანხას  მიიტანს თავის  ჯგუფში და იქ ერთად ამოწმებენ სისწორეს. ასევე მოიქცევა მე-2 ჯგუფიც.სწორად შესრულებული დავალება ფასდება 1 ქულით.
3.       რომელია განახევრებული ფიგურა?(თითოეულ გუნდს შეუფასდება 1 ქულით)


 


ა)





ბ)












გ)  
 


  




დ)








წ უ თ შ ე ს ვ ე ნ ე ბ ა . (1 წთ)
სახელმძღვანელოზე მუშაობა
10 წთ.






































































  • საანგარიშო ჩხირები

·         ციფრებიანი ბარათები;

·         კუბიკები,

·         სათვლელი ჩხირები,

·         აბაკი

·         საანგარიშო ჩოთქი



















 





























აქტივობა 3:
დათვალე წერტილები: I დაII
მოსწავლე მასწავლებლის დახმარებით  პლასტიკატის ბარათზე დათვლიან რელიეფურ წერტილებს.

III მოსწავლე ყუთიდან ამოიღებს მილაკებს და ჩამოაცმევს მათთვის გამოყოფილ შვერილებზე.




















































2წთ.











































·         კუბიკები,
·         პლასტიკატის ბარათები
რელიეფური წერტილებით,
·         მილაკები.


C  გამთლიანება-რეფლექსია.

აქტივობა 4: სახელმძღვანელოზე მუშაობა. (მათემატიკა 2. მე-2 ნაწ. ავტ: ა.სულაკაური)
შესრულდება სავარჯიშოები სახელმძღვანელოდან.
აქტივობა 5: დამოუკიდებელი სამუშაო- „“.
მოსწავლეებს  დაურიგდება ბარათები ციფრებით 1,2,3 და მოქმედების ნიშანი „პლუსი“. მოსწავლეებმა ციფრებს  შორის უნდა ჩასვან  ნიშანი  „პლუსი“ ისე,რომ ჯამი უდრიდეს 15-ს.

  საშინაო დავალების მიცემა:
„მოსწ.წიგნი“- გვ.10. N8

შეჯამება :მოსწავლეები კითხვების საშუალებით შეაჯამებენ გაკვეთილს: როგორი იყო გაკვეთილი? რომელი აქტივობა მოეწონათ ყველაზე მეტად? ვინ აქტიურობდა?
15 წთ















1წთ.



1წთ.



Ø  მათემატიკის სახელმძრღვანელო
რვეულები,
Ø  “დაფა “
და „ფანქარი“
Ø  ბრაილით წერისათვის ,
Ø  დაფა,
Ø  ცარცი.





წუთშესვენების შემდეგ I,II და III  სსსმ მოსწავლეები ტოვებენ საკლასო ოთახს,მათთვის განსაზღვრული საგაკვეთილო დროის ლიმიტის (15წთ.)ამოწურვის გამო.
IV სსსმ მოსწავლე სახელმძღვანელოს ნაცვლად იმუშავებს მისთვის ინდივიდუალურად შექმნილ სავარჯიშოებზე.






შეფასების რუბრიკა
უჭირს, ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.

ერთმანეთს უსაბამებს რიცხვებს, რიცხვით სახელებს და რაოდენობებს, თუმცა ამას ანდომებს ძალიან დიდ დროს და ხშირად უშვებს შეცდომებს.

ერთმანეთს უსაბამებს რიცხვებს, რიცხვით სახელებს და რაოდენობებს, თუმცა ხანდახან  უშვებს მექანიკურ შეცდომას.

ერთმანეთს უშეცდომოდ და სწრაფად უსაბამებს რიცხვებს, რიცხვით სახელებს და რაოდენობებს.



Комментарии: 0:

Отправить комментарий

Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]

<< Главная страница