вторник, 26 марта 2019 г.

სასწავლო რესურსები უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისა\თვის



აბაკი
ინსტრუქცია:​ ​აბაკი  საანგარიშო  „დაფაა“. მასზე ათეულებად გამოყოფილია  ჩაღრმავებული წრეების  10 
სვეტი. ე.ი.აბაკზე სულ  10 ათეული ,ანუ 100 წრეა. წრეების ყოველ სვეტში აბაკის ფენებს შორის 
მოთავსებულია მოძრავი „ენები“. მათი ამოძრავებით- გამოწევით და შეწევით  წრეები „იხსნება“ და 
„იკეტება“.  
  რეფლექსია: 
  აბაკი განკუთვნილია  I-IV კლასის მოსწავლეთათვის .  
      I კლასში გამოიყენება მცირე ზომის აბაკი.მასზე მხოლოდ ორი სვეტია.ანუ 2 ათეული წრეა.ე.ი. 20 
  ცალი წრე. მოსწავლეებს ეჩვენებათ ,რომ აბაკით თამაშობენ . სინამდვილეში კი, ექმნებათ კონკრეტული 
  წარმოდგენა  , უვითარდებათ რიცხვთა შედგენილობის დასწავლის  უნარი . 
        აბაკის დახმარებით იწყება ვარჯიში 5-ის შედგენილობის დაუფლებაზე: „გახსენი 2 წრე, ახლა 
  კიდევ 3. რამდენი წრე გაიხსნა  სულ?“ 
   მოსწავლეები აბაკის დახმარებით ეუფლებიან ასევე :თვლას, ანგარიშს, გამოაქვთ ლოგიკური დასკვნები 
  მაგ: „მარჯვენა სვეტში იმდენი წრეა,რამდენიც მარცხენაში და ზედმეტია 1-ით/აკლია ერთი“; ხდება 
  ფორმირება პირველი მათემატიკური ცნებებისა: 
       ცნება- ​„იმდენივე“​ : მაჩვენე 3 წითელი წრე , იმდენივე მწვანე წრე ...“ უსინათლო მოსწავლის 
  შემთხვევაში : „მაჩვენე 3 წრე პირველ სვეტში, იმდენივე წრე მე-2 სვეტში“. 
      ცნებები-​„მეტი“, „ნაკლები“​, გაცნობა შეიძლება შემდეგი პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით: 
  მარცხენა სვეტში გავხსნათ 3 წრე, მარჯვენაში კი 4 წრე. რომელ სვეტშია მეტი წრე მარჯვენაში თუ 
  მარცხენაში (აქაც   მხარეთა ტერმინების ნაცვლად შესაძლოა გამოვიყენოთ ფერების სახელწოდებანი. )? 
  აბაკის „ენის“ დახმარებით თანდათან ვხურავთ ერთ მარცხენა წრეს , შემდეგ ერთ მარჯვენა წრეს და ა.შ. 
  დარჩება ერთი ზედმეტი წრე. მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეებს გამოაქვთ დასკვნა: მარჯვენა სვეტში 
  მეტია წრეების რაოდენობა,ან მარცხენა სვეტში ნაკლებია წრეების რაოდენობა.აქვე ხდება ცნებების 
  „მარჯვენა“​, ​„მარცხენა“​ განმტკიცება. 
      ცნებები:  ​„-ით მეტი“,​ ​„-ით ნაკლები“​ : 
  ერთი მოსწავლე გახსნის 5 წრეს, მეორე მასზე 2-ით მეტს , მესამე კი მის წინა გამომსვლელზე 3-ით 
  ნაკლებს, მეოთხე იმდენივეს, რამდენიც  გახსნა მეორემ  და ა.შ. მოსწავლეები თავად აფასებენ 
  თანაკლასელის მიერ შესრულებულ სამუშაოს. 
      პირველი ათეულის  შესწავლის მთელ პერიოდში მოსწავლეები ყოველ დღე გამოიყენებენ აბაკს. 
  ვარჯიშობენ  აბაკზე რიცხვი 10-ის  შედგენაზე .  
      მნიშვნელოვანია აბაკის გამოყენება მეორე ათეულზე გადასვლისას. თვალსაჩინოდ მოხდება ცნებების 
  „ ათეულისა“​ და ​„ერთეულის“​ გაგება/გააზრება. 
      მომდევნო კლასებში აბაკი მოსწავლეებს აძლევს  ძალზე ნათელ წარმოდგენას თანრიგებზე .  აქ 
  გამოვიყენებთ 100 წრისაგან შემდგარ აბაკს.აბაკის უკიდურეს მარჯვენა სვეტს პირობითად დაერქმევა 
  ერთეულების სვეტი, მის მარცხნივ მდებარეს-ათეულების, შემდეგს-ასეულების და ა.შ. ამ მეთოდით 
  მოსწავლეები შეადგენენ  სამნიშნა, ოთხნიშნა...რიცხვებს, რაც მათ დაეხმარება რიცხვების შედგებილობის 
  უკეთ დასწავლასა და რიცხვების სათანრიგო ერთეულებად წარმოსახვასა და გამოსახვაში.  
       


                                                   

 

სათანრიგო ერთეულების ბარათები

ინსტრუქცია: სათანრიგო ერთეულების ბარათები წარმოადგენს ტაქტილურად აღქმად რელიეფურ „უჯრებს“ რიცხვში ერთეულების კლასის თანრიგების სწავლებისათვის. სპეციალურად გამოყოფილ მცირე ზომის ყუთებში შესაბამისი თანმიმდევრობით

განაწილებულია ასეულები ათეულები და ერთეულები. ასეულების ბარათზე ასი „უჯრაა“, ათეულების ბარათზე ათი, ხოლო, ერთეულების ბარათებზე - თითო „უჯრა“.

რეფლექსია: სათანრიგო ერთეულების ბარათები განკუთვნილია I-IV კლასის უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის 1-დან 1000-ის ჩათვლით რიცხვების სათანრიგო ერთეულების სწავლების ხელშესაწყობად.

 

მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 

Ø  კითხულობს “ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს; ნებისმიერი რიცხვიდან ითვლის ბიჯით წინ/უკან და გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა ხერხით (მაგალითად, ჩაწერს მათ პოზიციური სისტემის გამოყენებით ან გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით);

Ø  სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფების გამოყოფით;

Ø  ორნიშნა რიცხვის ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას და განმარტავს ერთეულის თანრიგში 0-ის გამოყენების აზრს; იყენებს ამ ცოდნას რიცხვების შედარებისას;

Ø  ასახელებს მითითებული ელემენტის ნომერს ფიგურების ან ნახატების მოწესრიგებულ ერთობლიობაში; ასახელებს მის შემდგომ ან წინმსწრებ წევრთა რიგს.

 

მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:


Ø  სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს, ასაბუთებს ან ადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");

Ø  ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს (მაგალითად, თანრიგების დაჯგუფება, მთლიანი ათეულით "გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას;

Ø  განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;

Ø  ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).

 

მათ. II.3. მოსწავლეს შეუძლია განახევრება-გაორმაგების მოქმედებების შესრულება, მათი დაკავშირება შეკრება-გამოკლებასთან და ერთმანეთთან.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  ახდენს გაორმაგების მოქმედების დემონსტრირებას საგანთა მოცემული რაოდენობის ჯგუფისთვის იმავე რაოდენობის ჯგუფის დამატებით;

Ø  აორმაგებს რიცხვებს 10-ის ფარგლებში, აგრეთვე სრულ 10-ეულებსა და 20-ეულებს; აკავშირებს ამ მოქმედებას შესაბამისი ბიჯით თვლასთან (მაგალითად, განმარტავს სრული ათეულის შესაბამისი რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში);

Ø  დაადგენს, არის თუ არა მითითებული რაოდენობა სხვა მითითებული რაოდენობის ნახევარი/ორმაგი კონკრეტული მოდელის შემთხვევაში (მაგალითად, საგანთა დაწყვილებით);

Ø  ირჩევს ხერხს (მაგალითად, უკუთვლა ან გამოკლება) და ანახევრებს ლუწ რიცხვებს; ახდენს გაორმაგება-განახევრების ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას.

 

მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები

 

მათ.   I.1.   მოსწავლეს   შეუძლია    ერთმანეთს   შეუსაბამოს           რიცხვები,             რიცხვითი სახელები      და რაოდენობები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 

Ø  ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;

Ø  ქმნის ტოლი რაოდენობის საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობას მათი დაწყვილებით;

Ø  კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;

Ø  გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობების ჯგუფებს გროვაში (მაგალითად, გამოყოფს სამეულს, ხუთეულს, ათეულს გროვაში).

 

მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  დაუთვლელად ასახელებს ზუსტ რაოდენობას ერთგვაროვან, მცირე ზომის საგანთა გროვაში (საგანთა რაოდენობა არ აღემატება 5-ს) და ამოწმებს თავის პასუხს;

Ø  აკავშირებს "-ით" მეტობა/ნაკლებობას შეკრება/გამოკლების მოქმედებებთან და ახდენს ამის მოდელზე დემონსტრირებას;


Ø  საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში, იყენებს შესაბამის ტერმინებსა და აღნიშვნებს ( >, <, = ) და განსაზღვრავს განსხვავებას ("რამდენით მეტი/ნაკლები?");

Ø  ირჩევს ორი გროვიდან ერთს, რომელშიც საგნების რაოდენობა დაახლოებით მოცემული რიცხვის ტოლია, ამოწმებს თავის ვარაუდს.

 

 

 

 

მათ. II.4. მოსწავლეს შეუძლია შეაფასოს და შეადაროს რაოდენობები 100-ის ფარგლებში. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  ირჩევს ხერხს (მაგალითად, დაწყვილება), აფასებს და ადარებს რაოდენობებს ორ გროვაში; განსაზღვრავს მათ შორის განსხვავებას ("რამდენით მეტი/ნაკლები?", "ტოლი", "ორჯერ მეტი/ნაკლები");

Ø  ერთგვაროვან საგანთა ორი გროვიდან (რომლებშიც საგნების რაოდენობა მკვეთრად განსხვავებულია) ირჩევს ერთს, რომლშიც საგანთა რაოდენობა დაახლოებით მოცემული რიცხვის ტოლია და ამოწმებს თავის ვარაუდს;

Ø  ასახელებს რიცხვის უახლოეს ოცეულს, ათეულს ან ხუთეულს; განმარტავს პასუხს.

 

მათ. III.1. მოსწავლეს შეუძლია ნატურალური რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  კითხულობს და გამოსახავს რიცხვებს, განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში; ახდენს ათობითი პოზიციური სისტემის დემონსტრირებას სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;

Ø  ასახელებს რიცხვის ჩანაწერში სხვადასხვა თანრიგში მდგომი ციფრების შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებების ან სხვა სახით;

Ø  იყენებს პოზიციურ სისტემას რიცხვების შედარებისას, ალაგებს რიცხვებს ზრდადობით ან კლებადობით (რიცხვების რაოდენობა არ აღემატება ხუთს);

Ø  ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს; ასახელებს მოცემული რიცხვის უახლოეს ათეულს, ასეულს;

Ø  თანრიგების შესაბამისი ბიჯით ითვლის წინ/უკან მოცემული რიცხვიდან.

 

მათ. III.2. მოსწავლეს შეუძლია შეკრება-გამოკლების შესრულების რომელიმე ხერხის გამოყენება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  კონკრეტული მაგალითისთვის ირჩევს და იყენებს ზეპირი ანგარიშის (შეკრება/გამოკლება) სხვადასხვა ხერხს; აღწერს გამოყენებულ ხერხს და ახდენს მის დემონსტრირებას მოდელზე. (მაგალითად: შეკრება-გამოკლება თანრიგის გავლით, ცალკეული თანრიგების შეკრება/გამოკლებით, დადგენილი კანონზომიერებების გამოყენებით; გაორმაგების გამოყენება შეკრებისას; თანრიგის დაშლით);

Ø  ირჩევს და იყენებს შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულების ადეკვატურ ხერხს კონკრეტული მაგალითის შემთხვევაში;

Ø  იყენებს თანრიგამდე შევსების/თანრიგის დაშლის ხერხს მოქმედებათა შესრულებისას; ასაბუთებს მოქმედებათა შესრულების წერით ალგორითმს;

Ø  იყენებს მოქმედებათა თანმიმდევრობას ზეპირი ანგარიშისას და მარტივი რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის პოვნისას (ყველა არითმეტიკული მოქმედება: მაგალითად, “რას მივიღებთ შედეგად, თუ 3 შვიდეულს მივუმატებთ 7 ასეულს?”).


მათ. III.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება- გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  ახდენს გამრავლების მოქმედების მრავალჯერადი შეკრებით დემონსტრირებას, ხოლო გაყოფის მოქმედების დემონსტრირებას - გროვის ტოლი რაოდენობის ჯგუფებად დაყოფით;

Ø  აკავშირებს გამრავლება-გაყოფას ერთმანეთთან, როგორც ურთიერთშებრუნებულ მოქმედებებს და ახდენს ამის დემონსტრირებას მოდელზე;

Ø  ზეპირად ასრულებს გამრავლება-გაყოფას მარტივ შემთხვევებში (მაგალითად, ერთნიშნა რიცხვების გამრავლება; ერთ და ორნიშნა რიცხვების 10-ზე გამრავლება);

Ø  მოცემული განაყოფითა და გასაყოფის მიხედვით უცნობი გამყოფის განსაზღვრისათვის ირჩევს რომელიმე ხერხს ან მოდელს; ანალოგიურად, მოცემული ნამრავლითა და თანამამრავლით განსაზღვრავს მეორე თანამამრავლს; განმარტავს გამოყენებულ ხერხს (1000-ის ფარგლებში).

 

მათ. III.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან, თვლასთან და შეფასებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  ასახელებს, თუ რამდენი წყვილი, 5-ეული, 10-ეული და სხვ. არის მოცემულ რიცხვში და ასაბუთებს პასუხს (მაგალითად, რამდენი 10-ეულია 412-ში, კიდევ რამდენი ერთეული რჩება?);

Ø  იყენებს რომელიმე ხერხს და პოულობს მეორე შესაკრებს, თუ ცნობილია პირველი შესაკრები და ჯამი - პოულობს უცნობი მაკლების, მოცემული საკლებითა და სხვაობით (1000-ის ფარგლებში მაინც);

Ø  იყენებს ზეპირი ანგარიშის ხერხებს რიცხვით გამოსახულებების მნიშვნელობათა შესადარებლად;

Ø  ხსნის ამოცანებს ვარიანტების დათვლაზე/გამორიცხვაზე (მაგალითად, ავსებს წერითი ალგორითმის გამოყენებით შესრულებული შეკრების ნიმუშში გამოტოვებულ ციფრებს და ასაბუთებს პასუხს);

Ø  იყენებს რიცხვებს და ციფრებს, როგორც ჭდეებს პრობლემების გადაჭრისას; ასახელებს რიცხვების და ციფრების, როგორც ჭდეების გამოყენების მაგალითებს (მაგალითად, სახლის, ტელეფონის, მანქანის ნომერი).

 

მათ. IV.1. მოსწავლეს შეუძლია რიცხვების გამოსახვა, შედარება და დალაგება პოზიციური სისტემის გამოყენებით.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  კითხულობს რიცხვებს, სხვადასხვა მოდელის გამოყენებით გამოსახავს რიცხვებს და ახდენს პოზიციური სისტემის დემონსტრირებას (მაგალითად, სტრუქტურირებული საგანთა ერთობლიობა, რიცხვით სხივზე);

Ø  ასახელებს რიცხვის ჩანაწერში თანრიგებში მდგომი ციფრების შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით;

Ø  იყენებს პოზიციურ სისტემას რიცხვების შედარებისას, ალაგებს მოცემულ ოთხ/ხუთ რიცხვს ზრდით ან კლებით;

Ø  ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო რიცხვებს, აგრეთვე უახლოეს ათეულს, ასეულს, ათასეულს; ნებისმიერი ოთხნიშნა, ხუთნიშნა რიცხვიდან ითვლის თანრიგების შესაბამისი ბიჯით წინ/უკან.

 

მათ. IV.2. მოსწავლეს შეუძლია ნატურალურ რიცხვებზე სხვადასხვა ხერხით შეკრება-გამოკლების მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგის შეფასება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:


Ø ზეპირად ასრულებს შეკრება-გამოკლების მოქმედებებს რომელიმე ხერხის გამოყენებით და ხსნის გამოყენებულ ხერხს;

Ø ასრულებს შეკრება-გამოკლებას სხვადასხვა ხერხის (შეფასება, ზეპირი ანგარიში, წერითი ალგორითმები) გამოყენებით; კონკრეტული მაგალითისათვის ირჩევს მათგან უფრო ხელსაყრელს;

Ø ადარებს გამოთვლების შედეგს მის მიერვე წინასწარი შეფასებით მიღებულ პასუხს და მსჯელობს გამოთვლების შედეგის მართებულობის შესახებ;

Ø ავსებს წერითი ალგორითმის გამოყენებით შესრულებული შეკრების/გამოკლების ნიმუშში გამოტოვებულ ციფრებს და ასაბუთებს პასუხს.



                                                  

პლაკატი : „რიცხვების შედგენილობა 10-ის ფარგალში“ .

ინსტრუქცია: ვარდისფერი ფორმატის ქაღალდზე ბრაილისა და ბრტყელი შრიფტით , გამოსახულია 1-დან 10-მდე რიცხვების შედგენილობა.

რეფლექსია: პლაკატი განკუთვნილია I კლასის უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის.

მოსწავლე რაოდენობას უსაბამებს რიცხვს და პირიქით- აკვირდება მითითებული რიცხვის შესაბამის საგანთა ჯგუფს.

მიმართულება: რიცხვები და მოქმედებები

 

მათ.   I.1.   მოსწავლეს   შეუძლია    ერთმანეთს           შეუსაბამოს           რიცხვები,  რიცხვითი     სახელები და რაოდენობები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 

Ø  ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;

Ø  ქმნის ტოლი რაოდენობის საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობას მათი დაწყვილებით;

Ø  კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;

Ø  გამოყოფს მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობების ჯგუფებს გროვაში (მაგალითად, გამოყოფს სამეულს, ხუთეულს, ათეულს გროვაში).



რელიეფური თვალსაჩინოება მრავალკუთხედებზე მანიპულაციებისათვის.

ინსტრუქცია: ლამინირების გამჭვირვალე ფურცელზე (მრავალჯერადი გამოყენების მიზნით) დატანილია რელიეფური ხუთკუთხედები, რომელთაც ზედა წვეროზე მიმაგრებული აქვს ორი

სიგრძის მსხვილი ზომის ძაფი, მრავალკუთხედში მონაკვეთების „გასავლებად“. მოსწავლემ პირველ შემთხვევაში ძაფებს უნდა მისცეს ისეთი მიმართულება, ანუ მასში ისე გაავლოს „მონაკვეთი“, რომ მრავალკუთხედში მიიღოს სამი სამკუთხედი, ხოლო მეორე შემთხვევაში ერთი სამკუთხედი და ერთი ოთხკუთხედი.

რეფლექსია: რესურსი განკუთვნილია II_IV კლასის უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეთათვის. მრავალკუთხედებზე მანიპულაციებისათვის.

მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა

 

მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  ყოფითი დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში უთითებს დასახელებულ ბრტყელ ფიგურებს;

Ø  შეარჩევს მითითებული ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან;

Ø  აღწერს     მითითებულ     გეომეტრიულ     ფიგურას                 (მაგალითად,     ასახელებს           მოცემული მრავალკუთხედის წვეროების რაოდენობას).

 

მათ. I.7. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 

Ø  რომელიმე ხერხით (მაგალითად, აპლიკაციით ან ნახატის საშუალებით) ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას;

Ø  უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურის მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად;

Ø  სწორად     პასუხობს     კითხვებს     ობიექტთა                  ურთიერთმდებარეობის (მარჯვნივ/მარცხნივ, ზემოთ/ქვემოთ, წინ/უკან) შესახებ;

Ø  მითითებული წესით აერთებს რამდენიმე წერტილს სიბრტყეზე და მონიშნავს გზას მითითებულ ობიექტამდე მარტივ სქემაზე.


მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  ადარებს    და    აჯგუფებს    ბრტყელ    ფიგურებს                  გეომეტრიული    ატრიბუტების                  (მაგალითად, წვეროების/გვერდების რაოდენობის) მიხედვით;

Ø  განასხვავებს ფიგურის შიგა და გარე არეებს; უთითებს ფიგურის შიგნით, გარეთ და საზღვარზე მდებარე წერტილებს;

Ø  უთითებს საერთო საზღვრის მქონე ფიგურების საერთო გვერდებსა და წვეროებს.

 

მათ. III.9. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  გეომეტრიული ფიგურის სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით ქმნის ამ ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას;

Ø  ირჩევს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების მოდელებს მოცემული გროვიდან და ქმნის მითითებულ კონფიგურაციას/ფიგურას;

Ø  ანაწევრებს    ბრტყელი    გეომეტრიული    ფიგურის                      გრაფიკულ  გამოსახულებას   ან                მოდელს მითითებული ფიგურის/ფიგურების მისაღებად.

 

 

 

მათ. IV.9. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი და სივრცული ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

Ø  ნიმუშის მიხედვით ქმნის მითითებული სივრცული ფიგურის მოდელს ან კარკასს სხვადასხვა მასალის გამოყენებით;

Ø  ქმნის ბრტყელი ფიგურის ან ფიგურათა ჯგუფის გრაფიკულ გამოსახულებას მისი სიტყვიერი აღწერილობის საფუძველზე (მაგალითად, დახაზე ერთი და იმავე პერიმეტრის მქონე კვადრატი და მართკუთხედი);

Ø  სივრცული გეომეტრიული ფიგურების მოდელებისაგან ქმნის მითითებულ კონფიგურაციას/ფიგურას; ანაწევრებს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას ან მოდელს მითითებული ფიგურის/ფიგურების მისაღებად.


კედლის ანბანი.

 



 

ინსტრუქცია: პლაკატზე ბრაილის შრიფტით დატანილია  ორიგინალური ანბანი ,  ციფრები,  სასვენი ნიშნები და მათემატიკური მოქმედების ნიშნები . ორიგინალობა იმაში მდგომარეობს, რომ აქ ბრაილის სტანდარტული ზომის წერტილებს ცვლის მოზრდილი ზომის რელიეფური წრეები. მცირემხედველთათვის  დაცულია კონტრასტიც: ნარინჯისფერ პლაკატზე დაკრულია შავი ფერის წრეები/წერტილები. პლაკატზე ბრაილის შრიფტით დაწერილი სიმბოლოს პარალელურად გამოყენებულია ჩვეულებრივი ასოები.

კედლის ანბანი განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის.

 

რეფლექსია: კედლის ანბანი წარმოადგენს დამხმარე საშუალებას უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის I კლასში ასო-ბგერების, ციფრების, მათემატიკური სიმბოლოებისა და სასვენი ნიშნების შესასწავლად. ბრაილის გადიდებული ზომის შრიფტზე შეხების შედეგად მოსწავლეებს ექმნებათ ნათელი და უტყუარი წარმოდგენა ასოს ხატზე . ასეთი ზომით წარმოდგენილი სიმბოლოები ტაქტილურად უკეთ აღსაქმელია. დიდი ზომის სიმბოლოები მცირემხედველ მოსწავლეებს აძლებს საშუალებას დააკვირდნენ მათ ვიზუალურადაც. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლების ეფექტის დონის გაზრდას.


კრებული: „ჩემი პირველი ანდაზები“.




ინსტრუქცია: მცირე ფორმატის( ზომით:15X11 ) ანდაზების კრებული აკინძულია ზამბარით თეთრი ფერის სქელი  ქაღალდებისა და ე.წ. ლამინირების   „ფურცლების“ მონაცვლეობით: ჯერ ლამინირების “ფურცელი”, შემდეგ- ჩვეულებრივი ქაღალდი და ა.შ. მათ ყოველ წყვილზე ერთმანეთის იდენტური შინაარსის ტექსტია.

ლამინირების ფურცლებზე ანდაზები წარმოდგენილია ბრაილის რელიეფური შრიფტის გამოყენებით.ხოლო, ჩვეულებრივ ფურცლებზე დატანილია მსხვილი კონტურის ბრტყელი შრიფტი სხვადასხვა ფერის ფლომასტრით შესრულებული.

კრებულში ანდაზები დალაგებულია ანბანის მიხედვით.

რეფლექსია: ანდაზების „წიგნი“ განკუთვნილია უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის.

კრებულში გამოყენებული გადიდებული ზომისა და ფურცელთან მიმართებაში კონტრასტული შრიფტი, ვიზუალურად ადვილად აღსაქმელია მცირემხედველ მოსწავლეთათვის.

უსინათლო მოსწავლეებისათვის ტექსტი ტაქტილურად კარგად აღსაქმელია ლამინირების “ფურცლის” მყარი მასალიდან გამომდინარე, რაც განაპირობებს კრებულის მრავალჯერად გამოყენებასაც, რადგან პლასტიკატის ფურცელზე დატანილი ბრაილის რელიეფური შრიფტი პრაქტიკულად არასოდეს დაიტკეპნება.

ანდაზების კრებული წარმოადგენს დამატებით საკითხავ მასალას, რაც მოსწავლეებში ხელს უწყობს კითხვის ტექნიკის დაუფლებას, ქართული ანდაზების დასწავლასა და კითხვის მოტივაციის ამაღლებას. კრებულის გამოყენება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს.

კრებულის მცირე ზომის გამო მისი ტრანსპორტირებაც ძალზე მოსახერხებელია . მისი ჯიბეში ჩადებაც კია შესაძლებელი და მოსწავლეს შეუძლია სულ თან ატაროს.

მუყაოს სტრიქონი წერა-კითხვის სწავლებისათვის.



ინსტრუქცია: უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისათვის განკუთვნილი მუყაოს სტრიქონი წარმოადგენს ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის სწავლების საშუალებას.საწერი დაფის უჯრების გადიდებული ზომის ვარიანტს. იგი ბრაილის ექვსწერტილოვანი პრინციპით დამზადებული ორი უჯრის მაკეტია. ე.ი მასში შესაძლოა „ჩაიწეროს“ მხოლოდ ორი სიმბოლო.

„ჩაწერა“ ხდება ამოჭრილ წრეებში პლასტმასის ბოთლის თავსახურების ჩასმით.

რეფლექსია: სტრიქონი განკუთვნილია I კლასში წინასაანბანო და საანბანო პერიოდისათვის. უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეები წერა- კითხვის დაწყებამდე მოცემული სტრიქონის საშუალებით ეცნობიან ბრაილის ექვსი “წერტილისაგან” შემდგარ საწერ უჯრას. სწავლობენ “წერტილების” რიგით ნომრებს, განიმტკიცებენ მხარეთა ცნებებს: „მარჯვენა“, „მარცხენა „ და ემზადებიან ასოების შესწავლისათვის .

საანბანო პერიოდში ასო -ბგერების გაცნობისას სტრიქონი ერთ-ერთ ეფექტურ და სახალისო საშუალებას წარმოადგენს. სტანდარტული ხის მცირეუჯრებიანი სტრიქონისაგან განსხვავებით მუყაოს სტრიქონში „ჩაწერა“ მოსწავლეებს მეტად უმარტივდებათ , უმაღლდებათ მოტივაცია და ხალისით სწავლობენ ყოველ ასო-ბგერას.

მაგნიტური მოძრავი ანბანი.



მაგნიტური მოძრავი ანბანი არის უსინათლო/მცირემხედველ მოსწავლეებზე მორგებული მოძრავი ანბანი. ანბანის მაგნიტურ ასოებზე ჩვეულებრივი შრიფტით დაწერილ ყოველ ასოს ზემოდან გადაწებებული აქვს ლამინირების ფურცელზე ბრაილის შრიფტით დაწერილი ასოები და ხელს არ უშლიან ერთმანეთს ამოკითხვის თვალსაზრისით.მაგნიტურ ასოებს მარჯვენა ზედა კუთხე აქვს ჩამოჭრილი.

რეფლექსია:ანბანის პრინციპის გაგებისა და გამოყენების,  დაწერილი ასოს

დეკოდირება-ამოკითხვის მიზნით I-II კლასში  გამოიყენება მოძრავი ანბანი;  ანბანის ასოები სქელია და საკმარისი სიდიდისაა, რომ მოსწავლეს არ გაუჭირდეს მისი ხელში დაჭერა და მოქმედება. ასოების მარჯვენა ზედა ჩამოჭრილი კუთხე მოსწავლეს უადვილებს ასოს სწორად დაჭერას/დაწებებას.

მოძრავი ანბანის მეშვეობით ბავშვი თავისი ხელით ქმნის სიტყვას (კეთებით სწავლა). ამისათვის მან უნდა გააანალიზოს ასაწყობი სიტყვა- თუ რა ბგერებისაგან შედგება ეს სიტყვა. შემდეგ უნდა გაითვალისწინოს , რა ასოები დასჭირდება ამ სიტყვისთვის , ე.ი. დაადგინოს ასო-ბგერითი მიმართებები და გადაიტანოს სიტყვის ბგერითი თანმიმდევრობა ასოთა თანმიმდევრობაში.და ბოლოს, მან უნდა ამოიკითხოს თავისი შექმნილი სიტყვა. გაკვეთილზე აიწყობა ის სიტყვები,რომლებიც მოსწავლეებმა გაკვეთილზე უნდა წაიკითხონ. ეს შეიძლება იყოს ახალი, ან წასაკითხად განსაკუთრებით რთული სიტყვები. მულტისენსორული სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეებში იწვევს ინტერესის სტიმულირებასა და მოტივაციის გაძლიერებას.

მათემატიკური ბარათები


.


ინსტრუქცია: სხვადასხვა ფერის მუყაოს ბარათებზე ბრაილითა და ჩვეულებრივი შრიფტით დაწერილია ციფრები. ბარათებს აქვს ხელის მოსაკიდებელი სახელურები.

რეფლექსია: ბარათები განკუთვნილია უსინათლო და მცირემხედველ I-II კლასელ მოსავლეთათვის . მათემატიკის   გაკვეთილებზე     ზეპირი  ანგარიშისა  და  ამოცანების  ამოხსნისას:  მაჩვენეთ  3-ის  მომდევნო რიცხვი; 7-ის წინა რიცხვი; რიცხვი,რომელიც მიიღება 2-სა და 3-ის შეკრებით, მაჩვენეთ 9-სა და 3-ის სხვაობა; 3-სა და 3-ის ჯამი? პირველი შესაკრებია 2, მეორე შესაკრებია -4 , რას უდრის ჯამი?და სხვა. შესაძლოა   მასწავლებლის   შეკითხვაზე   სწორი   პასუხის   გასაცემად   საჭირო   იყოს   მოსწავლეებმა   მაღლა ასწიონ/მასწავლებელს უჩვენონ ორივე ბარათი ერთდროულად.

ასევე, რიცხვების ზრდადობისა და კლებადობის მიხედვით დალაგების სწავლებისას, შეკრების თვისების შესწავლისას: შესაკრებთა ადგილების გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება.

მოძრავი ციფრების საშუალებით მასწავლებელს შეუძლია შემდეგი აქტივობების ჩაატარება:

1. თითოეული მოსწავლე ხელში იჭერს 2 ბარათს. ისინი წინასწარ კითხულობენ და იმახსოვრებენ თუ რომელ ხელში, რომელი რიცხვი უჭირავთ და მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს უხმოდ, წამოძახების გარეშე “პასუხობენ” მაღლა აწეული ბარათების ჩვენებით. ამით მასწავლებელს საშუალება ეძლევა დროის მცირე მონაკვეთში შეაფასოს კლასის თითოეული მოსწავლის ცოდნა.

2.მასწავლებელი მოსწავლეებს მოძრავ ბარათებს(3-4 ბარათს) მერხზე დაუწყობს და თხოვს, რომ ჯერ ამოიკითხონ მის წინ დალაგებული რიცხვები , შემდეგ კი, დაალაგოს ზრდადობის /კლებადობის მიხედვით. ამას შეჯიბრის სახეც შეიძლება მიეცეს და გამარჯვებულად დასახელდეს ის მოსწვლე, ვინც პირველი გაართმევს თავს დავალებას.

ეს აქტივობები ძალზე სახალისოდ მიმდინარეობს      და მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს. აქტივობა არ იწვევს ხმაურს და ასევე, შესაძლებელს ხდის რამდენიმე მოსწავლის ერთდროულად შეფასებას.


Комментарии: 0:

Отправить комментарий

Подпишитесь на каналы Комментарии к сообщению [Atom]

<< Главная страница